ორსულობის მე-40-ე კვირა

ორსულობის მე-40-ე კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ნივთები ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის
ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები
– პლასტირები (ნაწიბურის კორექციისთვის)
– კრემები, გელები (ნაწიბურის კორექციისთვის)
კომპრესიული წინდები
მალამოები მასტიტის დროს 
მასაჟორები მასტიტის დროს
კრემები მასტიტის დროს
მასტიტის დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებები
სლინგები
სლინგ-შარფები 


პატარას დაბადება

რა თქმა უნდა, ძნელია იმის თქმა, რა წონა ექნება შენს პატარას დაბადებისას. ამ დროს ბავშვები, საშუალოდ, 3,4-3,5 კილოგრამს იწონიან-ხოლმე.
სიგრძით 50 სანტიმეტრს არ აღემატებიან. თუმცა, ეს პარამეტრები მაინც ინდივიდუალურია.
არცთუ იშვიათად, ახალშობილის მონაცემები ზემოთ ნახსენებს აღემატება.
თავის ქალის ძვლები ჯერ მყიფე აქვთ, რაც დაბადებისას ძალიან ეხმარებათ: სამშობიარო არხში გამოსვლისას თავის ქალის დიამეტრი მცირდება.
მართალია, ზოგჯერ წაგრძელებული, კვერცხის ფორმის თავით იბადებიან და უცხოპლანეტელებსაც კი წააგვანან, მაგრამ ეს ხარვეზი სწრაფად გამოსწორდება-ხოლმე.
როგორც კი ბავშვი თავს გამოყოფს ვულვის რგოლიდან, ექიმი ვაკუუმიანი ელექტროგამწოვით პირს უსუფთავებს – ლორწოს აცლის, რათა სუნთქვა შეძლოს. შემდგომ ამუშავებენ და აჭრიან ჭიპლარს, აჩვენებენ დედას და ასახელებენ მის სქესს.
დაბადების პირველივე და მეხუთე წუთზე ბავშვის მდგომარეობას აპგარის შკალის მიხედვით ამოწმებენ. სასურველია, ჩვილი მოგიწვინონ გვერდით და ცოტა ხანს მაინც ერთად დაგტოვონ.
ამის შემდგომ კი ასეთი პროცედურები ტარდება: ახალშობილს გაათბობენ, აწონიან, გაზომავენ მის სიმაღლეს, თავისა და მკერდის გარშემოწერილობას, მიაღებინებენ პირველ ტუალეტს და ჩაუტარებენ ჰონობლენორეის (თვალის დაავადებაა) პროფილაქტიკას, ანუ ჩააწვეთებენ სპეციალურ სამკურნალო წვეთებს.
აი, ამის შემდეგ კი იწყება შენთვის სრულებით ახალი, ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე რთული ცხოვრება – ოჯახის ახალ წევრთან ერთად.
ცვლილებები მიმდინარეობს ბავშვის ენდოკრინულ სისტემაში.
ზომაში იზრდება როგორც თირკმლები, ისე თირკმელზედა ჯირკვლები.

მშობიარობის პროცესში ისინი დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ სტრესის ჰორმონებს: ადრენალინსა და ნორადრენალინს.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილის სისხლში ამ ჰორმონების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე – ზრდასრული ადამიანის სისხლში, როდესაც მას უძლიერესი სტრესი აქვს.
ეს აუცილებელი შეგუებულობითი ცვლილებაა, რაც ნაყოფს ეხმარება, თვითონაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა მშობიარობის, უფრო სწორად კი – საკუთარ დაბადებაში.
პატარას გააჩნია სხვა შეგუებითი საშუალებები, რაც დაბადების პროცესს უადვილებს.
მათ შორის, როგორც უკვე აღინიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარია თავის ქალის ძვლების მდგომარეობა – ისინი რბილი და დამყოლია, მათი შეერთების პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული.

მათ შორის განირჩევა ორი ყიფლიბანდი: შუბლისა და თხემის ძვლებს შორის.
ამ ყოველივეს მეშვეობით, თავის ქალის ძვლებს შეუძლიათ კონფიგურაციის შეცვლა, რათა ნაყოფმა ადვილად გამოაღწიოს სამშობიარე არხში.
კვლავ გრძელდება ნერვული სისტემისა და მისი გრძნობითი ორგანოების განვითარება.
ნაყოფი ამჟღავნებს რეაქციებს დედის ორგანიზმიდან გამომავალ ემოციურ სიგნალებზე.
ორსულობის მიწურულს, ნაყოფი დედას აძლევს ნერვულ იმპულსს მშობიარობის მოახლოების შესახებ.
განვითარების კოლოსალური გზის გავლის შემდეგ, პატარა დაბადებისთვის მზად არის.
ბავშვის დაბადებამდე, გამოთავისუფლებული ბილირუბინი, რომელიც ნაყოფის ორგანიზმში არის წარმოქმნილი, პლაცენტის გავლით დედის ღვიძლში გადადის და იქ ხდება მისი გაუვნებელყოფა.
ბილირუბინი წარმოიქმნება ერითროციტების დაშლის შედეგად;
ეს არის მშრალი ნივთიერება, რომლის 90-95%-ს ჰემოგლობინი შეადგენს.
დაბადებისას, როგორც ცნობილია, გადაჭრიან ჭიპლარს, რომლითაც ბავშვი დედის ორგანიზმთან არის დაკავშირებული.
ამის შემდეგ პატარას ორგანიზმი თავად უნდა გაუმკლავდეს ბილირუბინის წარმოქმნის პროცესს.

სიყვითლე ახალშობილებში

ბავშვის დაბადების შემდეგ, ბილირუბინის მეტაბოლიზმის პროცესი შესაძლოა დაირღვეს.
შედეგად, სისხლში მისი შემადგენლობა იზრდება.
ამდენად, სიყვითლე ახალშობილებს გაცილებით ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე – ზრდასრულ ადამიანებს.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალშობილთა, განსაკუთრებით კი დღენაკლ ბავშვთა ორგანიზმში, ბილირუბინის გარდაქმნის პროცესი ადვილად ირღვევა იმ ფერმენტის არასაკმარისი აქტიურობის გამო, რომელიც პასუხისმგებელია ბილირუბინის გარდაქმნაზე.
სიყვითლის გამოხატული სიმპტომია – კანისა და თვალის თეთრის ფერის გარსის – სკლერის მკვეთრი მოყვითალო შეფერილობა.
სამშობიარო განყოფილებაში პედიატრი და ბებიაქალი ყურადღებით ამოწმებენ ახალშობილის კანის შეფერილობას;
ასევე განსაზღვრავენ სისხლში ბილირუბინის დონეს. ბავშვის დაბადებიდან პირველი 3-4 დღის მანძილზე მისი დონე იზრდება, შემდეგ კი განუწყვეტლივ მცირდება.

„ვადაგადაცილებული“ ბავშვი

ვადაგადაცილებულად ითვლება ფეხმძიმობა, თუ ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 42 კვირა ანუ 294 დღე.
საშვილოსნოში ნაყოფის ზრდა-განვითარება დამოკიდებულია პლაცენტის ორ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე:
ა) საკვებითა და ბ) ჟანგბადით მომარაგებაზე.
როდესაც ქალს ფეხმძიმობას ვადა გადაუცდება, პლაცენტა თავის დროს ამოწურავს და იწყებს მოძველებას, რის გამოც ცუდად ამარაგებს ბავშვს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება ნაყოფის ჰიპოქსიისა და მისი დაღუპვის რისკი არა მარტო მშობიარობისას, არამედ – მანამდეც.
„ვადაგადაცილებულ“ ბავშვს კანი გამომშრალი აქვს, ადვილად ექერცლება და ეჭიმება. ფრჩხილები ზომაზე გრძელია; საერთოდ არ გააჩნია თმები.
ჩვეულებრივ, ამ კატეგორიის ბავშვებს დაბადებისას სხეულზე საერთოდ აღარ აქვთ დამცავი საცხი, ან მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
ამგვარ სიტუაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ორსულობის ზუსტი ვადის ცოდნა, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს პლაცენტის ფაქტორი: იგი ხომ ბავშვს საკვებსა და ჟანგბადს აწვდის.
ექიმების უმრავლესობა თანხმდება, რომ აუცილებელია მშობიარობა ხელოვნურად გამოიწვიონ, თუ საშვილოსნოს ყელი გახსნილი და დაჭიმულია, ბავშვს კი თავით დაბლა აქვს მიმართული.
მშობიარობის დაწყებამდე აუცილებლად იკვლევენ ბავშვისა და პლაცენტის მდგომარეობას.
ადგენენ, უნდა ჩატარდეს თუ არა საკეისრო კვეთა; საჭიროა მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა, თუ ბავშვზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს.
9-თვიანი ლოდინი შემდეგ, მოდის მშობიარობის დღეც.
არადა, ისევ ფეხმძიმე ხარ.
ორსულობის 40-ე კვირაეს, ცოტა არ იყოს, შენთვის უსიამოვნო განცდაა, მაგრამ ჩვეულებრივი სიტუაციაა; ჯერ ერთი, შესაძლოა, ბოლო მენსტრუაციიდან ათვლილი ვადა არასწორია; ალბათ ექიმებმა ივარაუდეს, რომ ოვულაცია გქონდა შუა ციკლის დროს; არადა, ხომ შეიძლებოდა, კვერცხუჯრედი ერთი კვირის დაგვიანებით მომწიფებულიყო…
მეორეც, უბრალოდ, ზოგჯერ ასეც ხდება-ხოლმე.
წარმოიდგინე, ზუსტად დადგენილ ვადაში ქალების მხოლოდ 4% მშობიარობს.
დაახლოებით 98% 1-2 კვირით ადრე ან გვიან იწყებს მშობიარობას.  მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”