ორსულობის 41-ე კვირა

ორსულობის 41-ე კვირა – მართალია, უკვე დრო არის, რომ შენმა პაწაწინა მემკვიდრემ „გუდა-ნაბადი აიკრას“ და ყველას დაენახვოს, მაგრამ იგი ძველებურად წევს და ზრდას განაგრძობს.
როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდეს თავს, იქ დიდხანს ვერ გაჩერდება.
გამორიცხული არაა, შენმა ექიმმა შემოგთავაზოს: თუ მომავალ კვირას ბავშვი მაინც არ დაიბადება, ხელოვნურად გამოიწვიონ სტიმულირება.


აქვე შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

ნივთები ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის
ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები
– პლასტირები (ნაწიბურის კორექციისთვის)
– კრემები, გელები (ნაწიბურის კორექციისთვის)
კომპრესიული წინდები
მალამოები მასტიტის დროს 
მასაჟორები მასტიტის დროს
კრემები მასტიტის დროს
მასტიტის დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებები
სლინგები
სლინგ-შარფები


ორსულობის 41-ე კვირაბუნებრივია, გინეკოლოგები არ გირჩევენ, რომ მშობიარობამ 42 კვირაზე მეტხანს გასტანოს, რადგან დიდია რისკი, ამან სერიოზული პრობლემა შეგიქმნათ შენც და ბავშვსაც.
ფეხმძიმეთა დაახლოებით 5-6% 40 კვირას 2-3 კვირით გადააცილებენ-ხოლმე.
ბავშვები, რომლებიც ორსულობის 42-ე კვირას იბადებიან, დაფარულნი არიან გამომშრალი წითელი კანით და საკმაოდ დიდი წონა აქვთ, დადგენილ ნორმასთან შედარებით. დაგვიანებული მშობიარობა ქმნის მუცლის მოწყვეტის საშიშროებას, ან საკეისრო კვეთა ხდება აუცილებელი.
რა თქმა უნდა, ძნელია, არ ინერვიულო, როდესაც მშობიარობის ვადა უკვე მიიწურა, ხოლო „მუცლის მკვიდრის“ ამ ქვეყნად მოვლინების ნიშნები არ ჩანს.
თუ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მშობიარობა არ დაგეწყო, ექიმი გირჩევს, დაიწყონ ამ პროცესის ხელოვნური სტიმულირება.
მშობიარობის სტიმულირების რამდენიმე მეთოდი არსებობს. არჩევანი შენი საშვილოსნოს ყელის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
თუ საშვილოსნოს ყელი არ მორბილდა, ქვევით არ ეშვება და გახსნას არ აპირებს, სტიმულირებას ახორციელებენ ან ჰორმონების საშუალებით, ან – მექანიკურად.
სიტუაციისდა მიხედვით, შეიძლება გაკვეთონ სანაყოფე ბუშტი, ან გაგიკეთონ ოქსიტოცინი – სამშობიარო შეტევების დასაწყებად.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41;  2.  რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში


 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian