“პამპერსებიდან” ქოთანზე გადაყვანა

“პამპერსებიდან” ქოთანზე გადაყვანა

თქვენი პატარა დღითიდღე იზრდება, სწავლობს და იძენს თვისობრივად ახალ უნარ-ჩვევებს. და აი, დგება დრო, როდესაც ქოთანს უნდა მიეჩვიოს.
მოემზადეთ! ეს არც თუ ადვილი საქმეა! არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს შვილს მრავალი თვის მანძილზე ერთი წუთითაც არ მიუტოვებია თავისი საყვარელი თამაში, იმ დროს როდესაც მოსდომებია “ტუალეტში”. ამ პროცესს დღემდე მხოლოდ თქვენ აკონტროლებდით და დგება მომენტი, როდესაც მან თავისი ჩვევები უნდა შეცვალოს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ამისათვის, უნდა მოუხმოთ მოთმინებას და მიზანდასახულად წარმართოთ ბავშვის მიერ ქოთნის ათვისების პროცესი. როდესაც მას ყველაფერი გამოუვა და ის შეგნებულად და გაცნობიერებულად მოგთხოვთ ქოთანზე დაჯდომას, თქვენ იამაყებთ თქვენი პირმშოთი, რომელიც განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე წარმატებით გადავიდა. მაშ ასე, იწყება სწავლების ხანგრძლივი და არც თუ იოლი გზა.

ახალი მიდგომა

 თუ გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით ითვლებოდა, რომ ბავშვის ქოთანზე გადაყვანა რეკომენდირებულია რაც შეიძლება ადრე, ახლა ითვლება, რომ ბავშვის მიერ ქოთნის ათვისება მისი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ემოციონალური სიმწიფის გარკვეულ ეტაპზე უნდა მოხდეს.
ადრე მშობლები “ჩასაფრებულები” ელოდებოდნენ ხელსაყრელ მომენტს, როდესაც მათი გამოთვლებით შეიძლებოდა ბავშვის გადაყენება. ამგვარი მიდგომა ბავშვის აბსოლუტურ პასიურობას გულისხმობდა.
1962 წელს თ. ბერი ბრეზელტონის მიერ შემუშავებული იქნა მეთოდი, რომელიც ძირითადად ბავშვზეა ორიენტირებული. ამ მიდგომის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მთავარი როლი პატარას ენიჭება. სწავლების პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს, მშობლები კი აქეზებენ ბავშვს და წარუმატებლობის შემთხვევაში დასჯისა და გაკიცხვისაგან თავს იკავებენ.

აი რამოდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენი პატარა მზადაა ქოთანზე გადასასვლელად:

• ბავშვი იწყებს ნივთების თავის ადგილზე დადებას;
• პატარა ახდენს თავისი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას სიტყვით “არა”;
• ის ინარჩუნებს “სიმშრალეს” დღის განმავლობაში 2 საათის მანძილზე მაინც ან ასეთივე მდგომარეობაში იღვიძებს დღის ძილის შემდეგ;
• დეფეკაციას აქვს რეგულარული ხასიათი;
• სახის გამომეტყველება, სხეულის მდგომარეობა ან გარკვეული სიტყვები იძლევიან იმის სიგნალს, რომ ბავშვი მზადაა მოსაშარდად ან სადეფეკაციოდ;
• მას არ მოსწონს დასვრილ “პამპერსში” ყოფნა და მოითხოვს, რომ გამოუცვალოთ.

მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე თუ, რა ეტაპები უნდა გაიაროს ბავშვმა იმისათვის, რომ წარმატებით აითვისოს ახალი უნარ_ჩვევები და უმტკივნეულოდ გადავიდეს ქოთანზე. გადასვლა >>> ,,ბავშვი”

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge