სინიტი სუძუკი: ”იაპონური საოცრება”

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

სინიტი სუძუკის სახელი (სხვა ვარიანტში-შინიჩი სუზუკი) დაკავშირებულია, პირველ რიგში, პატარა ბავშვების ვიოლინოზე დაკვრის სწავლებასთან. მართლაც, ამ იაპონელმა მუსიკოსმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი თავისი ადრეული მუსიკალური განვითარების მეთოდიკით. სუძუკის სახელის ხსენებაზე, ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც სმენიათ მისი სახელი, წარმოუდგებათ ერთი და იგივე სურათი: სამი-, ხუთი წლის პატარები გატაცებით უკრავენ ვიოლინოზე.

სუძუკისათვის ათვლის წერტილს წარმოადგენდა ვიოლინოზე დაკვრის სწავლება-თავად ხომ მევიოლინეა. და როგორც ყველა ნამდვილი პედაგოგი მუდმივად ატარებდა დაკვირვებებს ბავშვებზე, სამუშაო პროცესში წარმოშობდა ახალ-ახალ კითხვებს და ყოველღიურად აკეთებდა პატარ-პატარა აღმოჩენებს. თანდათან მისი წარმოდგენები ბავშვის აღზრდისა და სწავლების შესახებ გასცდა მუსიკალური მეცადინეობების ჩარჩოებს.
დღეს სინიტი სუძუკის სახელი დაკავშირებულია ბავშვის ადრეულ განვითარებასა და აღზრდასთან. ყოველ შემთხვევაში, სუძუკი გვთავაზობს იდეებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაიბადა ბავშვებთან მრავალწლიანი და სათუთი ურთიერთობის შედეგად. მან ჩამოაყალიბა განსაკუთრებული ფილოსოფია, განსაკუთრებული აღქმა მოვლენისა სახელწოდებით ”ადრეული ბავშვობა”.
იაპონელები, რომლებსაც უყვართ ყველაფერში წესრიგის შეტანა და მოწინავე იდეების ცხოვრებაში გატარება, საგულისხმოდ მიიღეს სუძუკის იდეები და საფუძვლად დაუდეს იაპონიის სკოლამდელი განათლების სისტემას. სუძუკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა თანამიმდევარმა მასარუ იბუკამ, ავტორმა ბესტსელერისა ”სამის მერე უკვე გვიანია”, თავისი აღზრდის თეორიას ჩამოაყალიბა თავისი წინამორბედის იდეებზე და იგი წარმოადგენს ბავშვის განვითარების საგულდაგულოდ შემუშავებულ სისტემას.

საოცრებათა ქვეყანა, ანუ ყველაფერი როგორ გამოსდით?

სხვადასხვა პედაგოგიურ თეორიაზე და სისტემაზე მოდა მიდის და მოდის, ერთი ”ყველაზე მართებული” მიდგომა იცვლება მეორით. იაპონიის საგანმანათლებლო სისტემის მიმართ ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის შუა ხანებში იაპონიამ მოუვლინა დანარჩენ სამყაროს ”ტექნოლოგიური საოცრება”: ეს პატარა, მსოფლიოსაგან მოწყვეტილი ქვეყანა, ევროპელებისაგან დახურული და ათასწლეულების ტრადიციებით მცხოვრები, წარმოადგენდა ტერრა ინცოგნიტო. და უცბად, აღმოჩნდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ცივილიზავია ბევრად აღემატებოდა ევროპისას და ამერიკისას.
ამგვარად, ერთის მხრივ, ეკზოტიკა, ევროპელი ადამიანისათვის გასაოცარი ტრადიციები და ცხოვრების წესი, რომელიც ორგანულად ერწყმის თანამედროვეობას, მეორეს მხრივ, მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც აღემატება ჩვენს წარმოდგენებს მეცნიერებასა და ტექნიკაზე. გასაკვირი არაა, რომ იბადება კითხვა: ”როგორ გამოსდით ეს მათ?”
სინიტი სუძუკის მოსწავლეთა კონცერტებმა-წარმოიდგინეთ რამოდენიმე ათასი სკოლამდელი მევიოლინე-მყისვე დაიკავეს ადგილი ”იაპონურ საოცრებათა” მწკრივში. და ისევ: როგორ ახერხებენ ამას?
ასეთ ადრეულ ასაკში ასეთი მიღწევები-იაპონიის მორიგი გამოცანაა, ერთგვარი საიდუმლოა, ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა ვასწავლოთ ბავშვს დაკვრა ადრეულ ასაკში და მივაღწიოთ გასაოცარ შედეგებს. ჩვენ მივეჩვიეთ აზრს, რომ სკოლამდელი ბავშვი, რომელიც უკრავს რომელიმე ინსტრუმენტზე-ვუნდერკინდია: პატარა მუსიკოსებზე წერენ გაზეთებში, აშუქებენ ტელევიზიით, მათი გვიკვირს და აღფრთოვანებულები ვართ, ცრემლმორეული ვუსმენთ მორცხვად ამაყ დედებს, რომლების გვიყვებიან, თუ როგორ აღმოაჩნდა ბავშვს ნიჭი და როგორი თანადგომა გაეწია და განვითარდა…
აქ კი-სამი, ხუთი ათასი ვუნდერკინდი, ერთ ორკესტრად შეგროვილი! რომელ ერთს უნდა ჩამოართვა ინტერვიუ? როგორ გამოვკითხოთ ხუთი ათასი დედა, რომ გამოვავლინოთ რა ასაკში ”აღმოაჩნდა” თითოეულ ბავშვს მუსიკალური ნიჭი” და, რაც მთავარია, საიდან არიან ამდენნი, ნიჭიერნი? რა თქმა უნდა აქ უკვე კითხვით მასწავლებელს უნდა მივმართოთ.
მაინც რით ხსნის ამ საოცრებას სინიტი სუძუკი?

ნიჭის აღზრდა

პირველი და ყველაზე მთავარი პოსტულატი, რომელზეც დაფუძნებულია სინიტი სუძუკის პედაგოგიური წარმოდგენები, ჟღერს ასე:
თითოეული ბავშვი ნიჭიერია. ნიჭი არ გადაეცემა მემკვიდრეობით, ის პოტენციურად ჩადებულია ნებისმიერ ბავშვში. პოტენციური ნიჭის აღმოჩენა დამოკიდებულია მხოლოდ იმ გარემოზე, რომელშიც ბავშვი იზრდება და ვითარდება.
ჩვენში უფრო გავრცელებულია აზრი, რომ ნიჭი-ეს ღვთის მადლია ან მემკვიდრეობითი ნიშან-თვისება, ზოგში მეტად გამოვლენილი, ზოგში ნაკლებად. ამასთან არავინ არასდროს არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ბუნებით მომადლებული ნიჭი შეიძლება არც განვითარდეს, თუ არ იქნება შექმნილი შესატყვისი პირობები. ამ ”წესის” გადასხვაფერება არავის არ მოსვლია აზრად დიდი ხნის განმავლობაში.
როგორც იქნა, მოხდა გადატრიალება-არა მყისიერად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ და მას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ასეა, თუ ისე, ეს აზრი საქვეყნოდ გაჟღერდა: შესაფერისი პირობების შექმნისას ნიჭი შეიძლება გამოვლინდეს ყოველ ბავშვში!

სინიტი სუძუკი:
რაც შეეხება თანდაყოლილ ან მემკვიდრეობით მონაცემებს, დარწმნებული ვარ, რომ ისინი მხოლოდ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს ეხება. დაბადების შემდეგ ყველაფერი დანარჩენი დამოკიდებულია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, რომელსაც იგი გარემოს ზეგავლენით განიცდის. მხოლოდ ამით განისაზღვრება ყველა მისი ნიჭი და უნარი.

სინიტი სუძუკი იყო ამ იდეის მიმდევარი და მთელი მისი პედაგოგიური მოღვაწეობა აგებული იყო თითოეული ბავშვი უსაზღვრო ნიჭიერების აბსოლუტურ რწმენაზე.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge

Share this...Share on Facebook
Facebook