მშობიარობის ფსიქოლოგიის ზოგიერთი ასპექტი

მშობიარობის ფსიქოლოგიის ზოგიერთი ასპექტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად განისაზღვრება ორი გადამწყვეტი მომენტით: ჩასახვა – პროცესი, რომლის შედეგადაც ისახება ახალი სიცოცხლე და მეორე – დაბადება.
და მართლაც, თუ ორივე მშობელი ჯანმრთელია და ბავშვს არ გადასცემს რაიმე პათოლოგიურ გენეტიკურ მემკვიდრეობას, შემდგომში, შესაბამისი მოვლის პირობების დაცვით, მათ შვილს ყველა შანსი აქვს იყოს ჯანმრთელი.
მეორე გადამწყვეტი მომენტია დაბადება.
იმედითა და ამასთან ეჭვებით სავსე ორსულობის ხანგრძლივი ცხრა თვის თავზე მოულოდნელად დგება მშობიარობის მომენტი.
ორსულობის დროს ნაყოფი დედასთან ერთად შეადგენს ერთიან ორგანიზმს, რომელიც მას უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობით და საკვები ნივთიერებით, რათა მუხუდოს მარცვლისოდენა ჩანასახიდან ის 3 კგ-ის (და მეტი) მქონე ახალ არსებად მოგვევლინოს.
დედა-შვილი იმყოფება სიმბიოზურ მდგომარეობაში, რომელიც ფაქტობრივად ბავშვის სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაშიც გრძელდება.
დედის ჰარმონიული შინაგანი მდგომარეობა, მისი შეხედულება მასში არსებულ სიმბიოზზე და ბავშვთან ერთიანობაზე დედის ფსიქიკური წონასწორობის და ბავშვის ნორმალური განვითარების საწინდარია.
დედის განწყობა ბავშვის მიმართ მნიშვნელოვანია მთელი ორსულობის მანძილზე და განსაკუთრებით მშობიარობის მომენტში.
ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად მშობიარობის წინ ქალის ორგანიზმი ემზადება ფსიქოლოგიურადაც. მშობიარობამდე რამოდენიმე კვირით ადრე ქალის ემოციური მდგომარეობა ხშირად იცვლება.
ის შეიძლება გახდეს უფრო გაღიზიანებადი, გულჩვილი, ზედმეტად ემოციურად რეაგირებდეს ამა თუ იმ მოვლენებზე. ამ დროს ქალების უმეტესობა უშუალოდ მშობიარობის წინ ცდილობს განმარტოვებას, ჩუმ გარემოში პოულობს შვებას.
ქალებს ამ დროს მოსწონთ თავისი საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობა, ამზადებენ მას პატარასთან შესახვედრად, იძენენ საბავშვო ნივთებს.

მშობიარობის წინ, სამშობიარო სახლში მისვლისას, მოვლითი შეტევების დროს, დედა უნდა განიმსჭვალოს იმ ჭეშმარიტებით, რომ მშობიარობა წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს, აბსოლუტური ფსიქიკური წონასწორობის და სრული კუნთოვანი განტვირთვის პირობით.
კარგი კუნთოვანი განტვირთვა კი შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიკური სიმშვიდის პირობებში.
ნებისმიერი ქალის ცნობიერებაში მტკიცედ უნდა იყოს გამჯდარი აზრი, რომ ქალების უმეტესობა ნორმალურად იტანს მშობიარობას.
ჩვენი ბებიები და საერთოდ ქალები ოდითგანვე ყოველგვარი გართულებების გარეშე აჩენდნენ შვილებს (ძველ დროში მშობიარობის დროს მომხდარი გართულებები აიხსნება სამშობიარო სახლების არარსებობით და ბებიაქალების არასათანადო ცოდნით).
ქალის მართებული განწყობა და ბუნებრივი ინსტინქტები ხელს უწყობდნენ ამ მოვლენის წარმატებულ მიმდინარეობას და მისი მთავარი დანიშნულების გამართლებას.

დღეს, თანამედროვე მედიცინის პირობებში, სამშობიარო სახლების პირობებში, მშობიარეთა, დედათა და შვილთა ხარისხიანი მომსახურების წყალობით, წარსული დროის ყველა საფრთხე უკვე გამქრალია. თანამედროვე ქალი, მცხოვრები XXI საუკუნის სტრესულ პირობებში, რომელიც ტრადიციებსაა მოწყვეტილი (რომლებიც ოდესღაც შთამომავლობით გადაეცემოდა ქალების ყოველ მომდევნო თაობას), ფსიქიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო ნაკლებად არის მომზადებული, ვიდრე წინა თაობები.
მშობიარობის აქტი ქალების უმეტესობაში შიშს ბადებს და ეს გრძნობა საზრდოობს მშობიარობის შესახებ არასათანადო ცოდნით, მცდარი წარმოდგენებით, რომლებსაც მშობიარე არაკომპეტენტური პირებისგან იღებს (სამსახურის კოლეგები, ნათესავები, ფოლმები და რომანები, სადაც მშობიარობის ტრაგიკული ეპიზოდებია აღწერილი).

თუ ბავშვი ჩასახული იყო ჯანმრთელი მშობლებისგან, თუ ორსულობის დროს მოვლა იყო სათანადო, შეიძლება იმის მტკიცება, რომ არ არსებობს გართულების არანაირი ალბათობა.
მეან-გინეკოლოგი, რომელიც იცნობს მშობაირეს ანამნეზს და ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებებს, თვით გაუთვალისწინებელი გარემოებების შექმნის შემთხვევაშიც კი მათ სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტს. ქალს მტკიცედ უნდა სჯეროდეს და იყოს საკუთარ ძალებში დარწმუნებული, რომ მძიმე მშობიარობის შემთხვევაშიც კი, ყველანაირი ქმედითი ძალისხმევის გამოყენების გზით (დედის რძით ჩვილის კვება, სწორი მოვლა, ექიმის მეთვალყურეობა), ამ გართულებების უმეტესობა დროთა განმავლობაში გაივლის.
რაც შეეხება ბავშვს, რომელიც მშობიარობისას დაზარალდა, არაფერის წინასწარი პროგნოზირება არ შეიძლება, რადგან უნდა გაიაროს დროის გარკვეულმა მონაკვეთმა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ და მოტორულ განვითარებაზე დაკვირვება.
უამრავი მაგალითია ცნობილი იმისა, რომ გამოჩენილი ადამიანები ამ ქვეყანას ევლინებოდნენ გართულებული მშობიარობის შედეგად.
მეტი დამაჯერებლობისათვის მოვიყვანთ ციტატას გოეთეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებიდან “პოეზია და ჭეშმარიტება”: ბებიაქალის დაუდევრობის მიზეზით ამ ქვეყანას მოვევლინე ცოცხალ-მკვდარი და მხოლოდ დიდი ძალისხმევის და აურაცხელი საშუალებების წყალობით გადავრჩი.
ეს გარემოება, რომელმაც ძალიან დათრგუნა ჩემი ახლობლები, წაადგა ჩემს თანამემამულეებს, რადგან ჩემმა ბაბუამ დედის მხრიდან – მერმა იოჰან ვოლფგანგ ტექსტორმა ამ შემთხვევის გამო მოიწვია სახელგანთქმული მეანი და გადადგა ქმედითი ნაბიჯები მეანობის სწავლებისა და მოდერნიზაციისათვის, რამაც საგრძნობლად გააადვილა ჩემს შემდეგ დაბადებული მრავალი ბავშვის გაჩენა”.
დღეს ქალმა არ უნდა მოიმოქმედოს არაფერი მეან-გინეკოლოგის კომპეტენტური კონსულტაციის გარეშე და ეს ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის საწინდარია.

წინასამშობიარო პერიოდში პრაქტიკულად ყველა ქალი მეტ-ნაკლები ინტენსივობით განიცდის ღელვას.
ამასთან ისინი იჩენენ აქტიურობას, კომუნიკაბელობას, ადეკვატურად რეაგირებენ მიმდინარე მოვლენებზე.
მოვლითი შეტევების გაძლიერებასთან ერთად მშობიარე ქალი ხდება უფრო ჩაკეტილი, თუმცა პასუხობს დასმულ კითხვებზე, ასრულებს მედპერსონალის მითითებებს, ჩივის ტკივილის გამო.
ჭინთვის პერიოდის დადგომის მოახლოება ხასიათდება მაქსიმალური მტკივნეული შეგრძნებებით და შესაბამისად ქალის ქცევაც იცვლება.
ის ცდილობს განცალკევებას, გარე სამყაროსგან ჩაკეტვას, თითქოსდა საკუთარ თავში იყურება.
ხშირად ექიმსა და მეანს უწევს მისკენ მიმართული სიტყვების რამოდენიმეჯერ გამეორება.
ბევრი ფსიქოლოგი თვლის, რომ მშობიარე ქალის მდგომარეობა ჰგავს ტრანსს.
ქალი სრულ იგნორირებას უკეთებს გარე გამღიზიანებლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჭინთვითი პერიოდის დადგომისას ქალების უმეტესობა არ განიცდის ტკივილს.
ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ამ ეტაპზე, რასაც მშობიარობის აპოთეოზი ჰქვია, ენდორფინის და სხვა ნივთიერებათა კონცენტრაცია აღწევს თავის მაქსიმუმს და რადგან მათ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებთ, ამიტომ ქალი ტკივილს არ შეიგრძნობს.
ბავშვის გაჩენისთანავე ქალის ყურადღების საგანი (თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს) ხდება პატარა.
ითვლება, რომ მშობიარობისშემდგომმა პირველმა წუთებმა საგრძნობლად შეიძლება იმოქმედონ დედობრივი რეაქციის და დედა-შვილის შემდგომი ურთიერთობის ფორმირებაზე.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის 

.