ჰიგიენური მასაჟი

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”

მასაჟის ეს სახეობა საუკეთესო საშუალებაა დაავადებათა პროფილაქტიკისა და სხეულის მოვლისთვის. იგი კარგია ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის. ამ მეთოდის წყალობით, საგრძნობლად იმატებს სხეულის სიცოცხლისუნარიანობა, იზრდება იმუნიტეტიც. არსებობს საერთო და ლოკალური ხასიათის ჰიგიენური მასაჟი. მას აკეთებენ როგორც ცალკე, ისე – დილის გამამხნევებელ ვარჯიშებთან შეთანხმებით. კეთდება საუნაში, ე.წ. რუსულ აბანოში და ა.შ.

ჰიგიენური მასაჟი ყველაზე ხშრად თვითმასაჟის სახით კეთდება. იგი შეიძლება ჩავიტაროთ აბაზანაში, შხაპის ქვეშ. ამ პროცესში გამოიყენება მასაჟის ძირითადი ხერხები: ხელის გადასმა, დაზელა, დაჭიმვა, კანის დარბილება და ვიბრაცია.

Share this...Share on Facebook
Facebook