ბრინჯი გოგრით

ბრინჯი გოგრით

საჭირო ინგრედიენტები:
1ჭიქა ბრინჯი
2,5 ჭიქა წყალი
150-200 გრ გოგრა
1ჭიქა რძე
1-2 ჩ.კ. შაქარი
მარილი გემოვნებით
კარაქი


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მომზადების წესი:
ბრინჯი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და წყალი დავასხათ. ოდნავ მარილიც შეიძლება დავუმატოთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 15 წუთი (სანამ ბრინჯი კარგად არ მოიხარშება). გოგრა პატარა კუბებად დავჭრათ. ქვაბით რძე ავადუღოთ, შემდეგ ჩავყაროთ გოგრა, სულ ცოტა მარილი და შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ 10-15 წუთი. მოხარშული გოგრა კი ბრინჯს შევურიოთ. თეფშზე რომ გადმოვიღებთ დავუმატოთ კარაქი. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ქიშმიშიც მოვაყაროთ.

წყარო: www.puphynuphy.ge; გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”