საბავშვო პიცა

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”


საბავშვო პიცა

პიცა – ყველა ბავშვის საყვარელი საჭმელია. სახლში მომზადებული პიცის შემადგენელი ყველა ბოსტნეული გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა: პომიდორი, ბროკოლი, სატაცური, სოკო, დიდი კამა, წიწაკა, სიმინდი, ისპანახი და ა.შ. _ ბავშვის სურვილის მიხედვით. ასევე პიცას უხდება ზოგიერთი ცოცხალი მწვანილი: თავშავა, ქონდარი, რეჰანი და ზემოდან ბლომად ყველი. ჰოდა, შეგვიძლია ბავშვებთან ერთად ვიყიდოთ ბოსტნეული, გავწმინდოთ და დავჭრათ. მხოლოდ ასე შეიძლება პატარამ ჩვენთან ერთად საჭმლის მომზადებით სიამოვნება მიიღოს.

პიცის ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:
400 გრ პურის ფქვილი
1 შეკვრა საფუარი
200 მლ წყალი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი:
დიდი ჯამი გავავსოთ ფქვილით, საფუარიც დავაყაროთ. რძე და წყალი ოდნავ გავათბოთ და ჯამში ჩავასხათ. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ყველაფერი მიქსერით ავთქვიფოთ. გამზადებული მასა თბილ ადგილას თავღიად დაახლოებით 30 წუთი ასაფუებლად გავაჩეროთ. მარილი დავაყაროთ და ხელით კარგად მოვზილოთ. Mმერე კი ცომი ტაფაზე დაფენილ გამოსაცხობ ქაღალდზე დავდოთ. ღუმელში 50 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი გამოვაცხვოთ, პომიდვრის პიურე წავუსვათ და დანარჩენი ინგრედიენტები სურვილის მიხედვით დავალაგოთ. ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ.

თინუსის პატარა პიცუნები
(დაახლოებით 20 პატარა პური)
თუ დრო არა გვაქვს ნამდვილი პიცის გამოსაცხობად, პატარა პიცის პურები იქნება სწრაფი ალტერნატივა. ეს ნამდვილად საუცხოო რეცეპტია ბავშვის დაბადების დღისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:
10 პატარა პური, მაგ. უხეშად დაფქვილი ხორბლის პური

3 თავი მოცარელა, 125 გ

150 გრ გაუდა

2 თინუსის კონსერვი თავისივე წვენში

2 კონსერვი პიცის ტომატი

იოდიზირებული მარილი, პილპილი

2 ს.კ. ცოცხლად დაჭრილი პიცის მწვანილი

მომზადების წესი: პურები შუაზე გავყოთ. მოცარელა სქლად გავხეხოთ, გაუდა კი წვრილად. თინუსი პიცის ტომატთან ერთად ჯამში კარგად ავურიოთ. ეს მასა მწვანილით შევკმაზოთ და გახეხილი მოცარელა დავაყაროთ. მასა პურის ნახევრებზე გადავანაწილოთ და გახეხილი გაუდა მოვაყაროთ. გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე იქამდე ვაცხოთ, სანამ ყველი შეიბრაწება.

მომზადების დრო: დაახლოებით 30 წუთი

მსოფლიოში ყველაზე სწაფი პიცა
ამ რეცეპტით პიცის მომზადებას ნამდვილად ძალიან ცოტა დრო სჭირდება.
საჭირო ინგრედიენტები:
1 შეკვრა ხმელი ჭვავის პური
1 თინუსის კონსერვი, წვენში
ანანასის ნაჭრები, ცოცხლად ან კონსერვის ლორი, ნაჭრებად დაჭრილი რგოლებად დაჭრილი პომიდორი ტომატის პასტა ცოცხალი მწვანილი ან პიცის სანელებლები ყველი (მოცარელა, გაუდა), დაჭრილი ან გახეხილი
მომზადების წესი:
შეგვიძლია პურზე საკუთარი გემოვნებით წავუსვათ მაგ. ტომატის პასტა, მერე დავუმატოთ თინუსი, ანანასი, გახეხილი ყველი და ა.შ. შემდეგ დაახლოებით 1 წუთი მიკროტალღურ ღუმელში შევდოთ, ყველიც დადნება.
სანამ პატარებს მივცემთ, ჯერ ჩვენ გავსინჯოთ, რადგან ზოგიერთი ინგრედიენტი, მაგ. პომიდვრის ნაჭრები, შესაძლოა ძალიან ცხელი იყოს. გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

წყარო: www.puphynuphy.ge