ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N8, ნოემბერი, 2010 წ
ტრადიციული რეკლამა მომხმარებელს კარგავს
Korrespondent.net
2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6,4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს, რაც ინტერნეტის მთელ ისტორიაში კვარტალური რეკორდია. ინტერაქტიური რეკლამის ბიურის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტში 17%-ით გაიზარდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ინტერნეტ-რეკლამაზე, რადგან მისი დახმარებით უფრო მარტივია მომხმარებელთან კონტაქტის მიღება. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრი კლიენტი ტრადიციული მედიიდან ინტერნეტში მიდის.
წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის დასაწყისში Outline Incorporated-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს, აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამაზე გაღებული ხარჯები რეკლამის ბეჭდურ სახეობებს გაუსწრებს.
გასულ წელს კი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ში ინტერაქტიური რეკლამა 300 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს.
წყარო: http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21095&ct=14
Viewed 5179 times by 2291 viewers


