გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ჭრილობის კიდეების გასაგანიერებელი ბლაგვი, ფირფიტისებრი, ბრტყელი, პრიალა ზედაპირიანი ქირურგიული ინსტრუმენტი; (სურ.1.27) (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები))
აგებულება:
– ფართო, ძლიერი კავი, წინა-უკანა ბოლოებზე მოხრილი სამუშაო ზედაპირით (1); – შესაძლოა გააჩნდეს ერთი (A) ან ორი (B) სამუშაო ზედაპირი; – კავის სამუშაო ზედაპირი ჩაზნექილია; – სახელური შესაძლოა იყოს ფენესტრირებული (ფანჯრიანი) (A) ან მთლიანი (B);გამოიყენება:
– ლაპარატომიული ჭრილობის კიდეების გასაგანიერებლად და კუნთების რეტრაქციისთვის.
კავის მოხრილი უკანა ზედაპირი, ხელს უწყობს ჭრილობის კიდეების კარგ ფიქსაციას, ხოლო სამუშაო ზედაპირის უნაგირის ფორმა უზრუნველყოფს ფართო საოპერაციო სივრცეს.