ორთა მასაჟი

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”

ორთა (წყვილთა, როცა ორი მასაჟისტი აკეთებს მასაჟს) მასაჟს იტარებენ: დილის ტანვარჯიშის შემდეგ, საუნაში, სპორტული შეჯიბრის წინ და მის შემდეგ, ასევე სპორტული ვარჯიშის წინ და მის შემდეგ.

ორთა  მასაჟი რეკომენდებული არაა ზოგიერთი დაავადებისა და ტრავმის დროს, კერძოდ: ხერხემლის ტრავმის, გავა–წელის სარტყლის რადიკულიტების, დამბლის, ასთმის, ქრონიკული პნევმონიისა და ფილტვების სხვა დაავადებების, გასტრიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტების და სხვა დაავადებების შემთხვევაში.

მასაჟის ამ ფორმას იმისთვის იყენებენ, რომ შეამცირონ მასაჟის სეანსის დრო.  ორთა  მასაჟს ორი მასაჟისტი ატარებს. ყველაზე ხშირად იგი ხორციელდება არა მანუალური მეთოდით (ანუ ხელებით), არამედ ვაკუუმის ან ვიბრაციული აპარატის მეშვეობით. იმ დროს, როდესაც ერთი მასაჟისტი ამუშავებს ზურგს, მეორე მასაჟს აკეთებს ქვედა კიდურების უკანა ზედაპირზე. ამის შემდეგ, პირველი მასაჟისტი ჯერ ამუშავებს გულ–მკერდსა და ხელებს, მერე იწყებს მუცლის მასირებას.

ორთა  მასაჟის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის სქესზე, ასაკზე, წონასა და  ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. ზოგადად, ორთა  მასაჟი 5–8 წუთს გრძელდება.

________________________________________

სტატია მოამზადა გიორგი გერგეშელიძემ

..