სკრინინგ-პროგრამა

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა

თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

პროგრამა მიზნად ისახავს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა დაცვას ავთვისებიან სიმსივნეთა ადრეული გამოვლენის გზით.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ გამოიკვლევენ თბილისში მცხოვრებ ქალბატონებს.

• ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს.

• საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდებათ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს.

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და  ქვემო ქართლში ამოქმედდა. ამ რეგიონებში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს შეეძლებათ, ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ:

ხელვაჩაურში (აჭარის მოსახლეობამ)
მის: აღმაშენებლის ქუჩა
ტელ: (888 222) 5 85 12

ქუთაისში (იმერეთის მოსახლეობამ)
მის: მესხის 67; ტელ: (8 231) 3 64 64 ან
მის: ჯავახიშვილის 83ა; ტელ: (8 231) 5 16 19

გურჯაანში (კახეთის მოსახლეობამ)
მის: რუსთაველის 22-ა
ტელ: (8 253) 2 6262

რუსთავში (ქვემო ქართლის მოსახლეობამ)
მის: გაგარინის 12
ტელ: (8 24) 19 41 99

….