ძუძუს კიბოს სკრინინგი

ძუძუს კიბოს სკრინინგი

რა პრინციპით ხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი?

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს.
  • სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის   დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება.
  • ეს მეტად ხანმოკლე პროცედურაა.

რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი?

  • ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა, თუნდაც ხელით გასინჯვა შეუძლებელია.
  • თუ ძუძუს კიბო საწყის სტადიაზე იქნა აღმოჩენილი, განკურნება სავსებით შესაძლებელია.

საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, პირველ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს კიბოსგან სრული განკურნება ასიდან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი!

რა პრინციპით ტარდება მამოგრაფია?

მამოგრაფია ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის. მას თან სდევს უმნიშვნელო დისკომფორტი (ამ შეგრძნებას ქალები ხშირად არტერიული წნევის გაზომვას ადარებენ), რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და მამოგრაფიული კვლევის დასრულებისთანავე გაივლის.

როდის უნდა ველოდოთ პასუხს?

მამოგრაფიის დასრულების შემდეგ მამოგრამას (ფირს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გამოსახული) ორი ექიმი რადიოლოგი კითხულობს. კვლევის შედეგის მიღებას ქალი 10 სამუშაო დღის შემდეგ შეძლებს.

როდის არის საჭირო განმეორებითი კვლევა?

სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება.
შესაძლოა, ექიმმა ქალს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება ურჩიოს, თუ:

  • მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს.
  • ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგის წაკითხვა შეუძლებელია. თუ მამოგრაფიული კვლევის შედეგად საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა ექიმი დამატებითი კვლევის (ექოსკოპიური კვლევის, ბიოფსიის) ჩატარებას გირჩევთ.
  • თუ სკრინინგმა საეჭვო ცვლილება არ აჩვენა, განმეორებით გამოკვლევა მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ.

როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის?

ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ გამოკვლევის დღეს შხაპის შემდეგ არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი.
დაიმახსოვრეთ: ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-14 დღეს.

რა ნაკლი აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგს?

ისევე, როგორც ყველა სხვა სახის გამოკვლევას, მამოგრაფიასაც აქვს რამდენიმე ნაკლი. კერძოდ – ავთვისებიან სიმსივნეთა ზოგიერთი სახეობა ცუდად ჩანს ან სრულებით არ ჩანს რენტგენის ფირზე.

არის თუ არა სკრინინგი ძუძუს კიბოს პრევენციის საშუალება?

სკრინინგი საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს აღმოჩენილი უკვე არსებული ავთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ სამომავლოდ კიბოსგან დაცვას არ უზრუნველყოფს.
ძუძუს კიბო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა გაჩნდეს გეგმურ მამოგრაფიულ გასინჯვებს შორის.

ძუძუს კიბოს სკრინინგიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⭕️ რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ⭕️
🤔 რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი?
✅ ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა, თუნდაც ხელით გასინჯვა შეუძლებელია
✅ თუ ძუძუს კიბო საწყის სტადიაზე იქნა აღმოჩენილი, განკურნება სავსებით შესაძლებელია
🤔 როდის არის საჭირო განმეორებითი კვლევა?
➡️ მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს;
➡️ ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგის წაკითხვა შეუძლებელია;
➡️ თუ მამოგრაფიული კვლევის შედეგად საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა ექიმი დამატებითი კვლევის (ექოსკოპიური კვლევის, ბიოფსიის) ჩატარებას გირჩევთ;
➡️ თუ სკრინინგმა საეჭვო ცვლილება არ აჩვენა, განმეორებით გამოკვლევა მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ
👉 გაიგეთ მეტი ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3vLlS8j
#ძუძუსკიბო #მკერდისკიბო #ძუძუსკიბოსსიმპტომები #ძუძუსკიბოსსკრინინგი #ძუძუსკიბოსნიშნები #ძუძუსკიბოსგამოკვლევა #მამოგრაფია #მკერდისკიბოსგამოკვლევა #ამობრუნებულიძუძუსთავი #მკერდისტკივილი #გამონადენიმკერდიდან #მკერდისშეშუპება #გამონაყარიმკერდზე #მკერდისსიწითლე #კანისტექსტურისცვლილება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

….

სამედიცინო გაზეთი ,,მედი”, N13, დეკემბერი, 2010