კომბინირებული მასაჟი

 კომბინირებული მასაჟი

კომბინირებული მასაჟი – ეს არის სააპარატო მასაჟის შეთავსება კლასიკურ ანდა სეგმენტურ მასაჟთან. კომბინირებული მასაჟი იმით არის მოსახერხებელი, რომ იგი საშუალებას იძლევა, ერთი სეანსის ხანგრძლივობა შევამციროთ და უფრო მეტ პაციენტს ჩაუტარდეს პროცედურა. გარდა ამისა, კომბინირებული მასაჟი საგრძნობლად ზრდის ორგანიზმზე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას. ეს მეთოდი ფართოდ არის დანერგილი სპორტულ პრაქტიკაში. იგი ასევე გამოიყენება ტრავმების, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.

კომბინირებული მასაჟი იწყება კლასიკური მასაჟით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოთი.

ზურგის მასაჟი იწყება დროდადრო ხელის გადასმით, შემდეგ იყენებენ დაჭიმვის მეთოდს – ერთი ან ორივე ხელით. შემდეგ სრულდება წელის სარტყლის, ნეკნებშორის შუალედების, ტრაპეციისებური კუნთების, მხრების სახსრების, ბეჭებისქვეშ ადგილის დაზელვა. ამის შემდგომი ეტაპია ზურგის განიერი კუნთების ორდინარული და ორმაგი, რგოლისებრი დაზელვა.

ზურგის ხელით მასირებას რომ ამთავრებენ, მიმართავენ სააპარატო მასაჟს, რასაც ძირითადად ზურგის განიერი, გრძელი და ტრაპეციისმსგავსი კუნთებისთვის იყენებენ. პროცედურის პირველ ეტაპზე ხერხემლის ორივე მხარეს სრულდება მასირება, შემდეგ – გავიდან კისრის მიმართულებით, გრძელი კუნთების გასწვრივ. გრძელი კუნთების დამუშავების შემდეგ, განიერ კუნთებზე გადადიან. ამის შემდეგ კი ხდება ტრაპეციისმაგვარი კუნთების მასირება, ბეჭების ქვედა ნაწილიდან  – ზევით და გვერდით. ირიბი კუნთები მუშავდება დაბალი წნევის პირობებში და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

კომბინირებული მასაჟიზურგზე ბოლო პროცედურებს ხელით აკეთებენ, რაც ამგვარი სქემით ხორციელდება: რამდენჯერმე ხელის პერიოდულ გადასმას მოსდევს 2–3–ჯერ დაჭიმვა და ზურგის გრძელი კუნთების დაზელვა, რასაც ენაცვლება დაზელვა – ჩქმეტით. ამის შემდეგ მიმდინარეობს ბეჭებiს ქვედა ადგილებისა და ზურგის განიერი კუნთების დაზელვა. ამისთვის იყენებენ შემდეგ ხერხებს: ე.წ. ორმაგ გრიფს, ორმაგ რგოლისებურ დაზელვას და მოხრილი თითების ფალანგებით დაზელვას. ზურგის განიერი კუნთების დამუშავებას ე.წ. შერხევის მეთოდით ამთავრებენ.

მთლიანად ზურგის მასაჟს კი პერიოდული ხელის გადასმით ამთავრებენ.

ხელების გარე ზედაპირის მასაჟი პერიოდულად ხელის გადასმითა და ორმაგი რგოლისებრი დაზელვით იწყება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პროცედურაში აპარატის ჩართვა, რასაც უმთავრესად ორთავა და სამთავა კუნთების მასირებისთვის იყენებენ. მხრის შუა ნაწილზე გადის გულის ნერვი, ამიტომ ამ ადგილზე სააპარატო მასაჟი ძალზე ფრთხილად უნდა ჩატარდეს.

სააპარატო მასაჟის დამთავრების შემდეგ, იწყება პერიოდულად ხელის გადასმა, რომლის შემდეგ ორდინარულ და ორმაგ რგოლისებურ დაზელვას ასრულებენ.

ამავე ხერხებით ხორციელდება ხელების შიდა ზედაპირის მასაჟი.

ხელების მასირების შემდეგ  მენჯის ზონის მასირებაზე გადადიან: ჯერ ხდება პერიოდული ხელის გადასმა, შემდეგ კი მსუბუქად ხელით დაწოლა. დუნდულების დიდი კუნთების დაზელვის შემდეგ, ამავე მეთოდს იყენებენ გავის ზონაშიც. ამას მოსდევს გავის ძვლის, მენჯ–ბარძაყის სახსრებისა და დუნდულების კუნთების მასირების პროცედურა.

გავის ზონის სააპარატო მასაჟი იწყება მენჯიდან და გრძელდება მარჯვნივ და მარცხნივ. შემდეგ აკეთებენ გავის ძვლისა და დუნდულების კუნთების მასირებას. აპარატს მოსდევს ხელით მასაჟი, რომლის დროსაც იყენებენ როგორც პერიოდულად ხელის გადასმის, ისე დაზელვისა და დაჭიმვის ხერხებს.

ბარძაყის უკანა ზედაპირის მასირებისას მიმართავენ ისეთ ხერხებს, როგორიცაა: ხელის პერიოდულად გადასმა, დაჭიმვა და დაზელვა, რომლის შესრულებისას კეთდება – გასწვრივი დაზელვა, ორმაგი გრიფი და ორმაგი რგოლისებრი დაზელვა.

შემდგომი ეტაპია მასაჟი აპარატის გამოყენებით. აპარატით სარგებლობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მეშვეობით ბარძაყის შიდა ნაწილის მასირება რეკომენდებული არაა. ბარძაყის უკანა ზედაპირი ხელით უნდა დამუშავდეს.  ამისთვის, როგორც წესი, პერიოდულად ხელის გადასმა, დაჭიმვა და დაზელვა სრულდება.

ასევე ხელით მუშავდება მუხლის სახსრის უკანა ზედაპირი. ამას მოჰყვება მასაჟი აპარატის გამოყენებით. მუხლის სახსრის მასაჟს პერიოდულად ხელის გადასმით, კერძოდ კი რგოლისებრი მოძრაობით ამთავრებენ. მუხლქვეშა ფოსოს მასირება არ შეიძლება, მასაჟს მის გარშემო აკეთებენ.

თავიდან ხელით კეთდება ქუსლის მყესების, წვივ–კანჭისა და მის გასწვრივ განლაგებული კუნთების მასაჟიც.  შემდგომ პროცედურაში ჩაერთვება მასაჟის აპარატი. მესამე, დამამთავრებელი ეტაპიც ხელით სრულდება.

ბარძაყის წინა ზედაპირის მასირება იწყება პერიოდულად ხელის გადასმისა და დაწოლა–დაჭიმვის ხერხების გამოყენებით. ამას მოსდევს დაზელვა (ორმაგი გრიფი და ორმაგი რგოლისებრი დაზელვა).

ამ პროცედურას მოსდევს მასაჟი აპარატით. ამ შემთხვევაში, ბარძაყის მასაჟს ორი წინსადგამითაც ასრულებენ. წინსადგამებს ისე ათავსებენ, რომ ერთი ოდნავ მაღლა დგას, მეორესთან შედარებით. ბარძაყის მასირების პროცესიც ხელით მთავრდება. ამ შემთხვევაშიც ხელის პერიოდულ გადასმას, დაზელვასა და კუნთების შერხევის მეთოდებს იყენებენ.

მუხლის სახსრის წინა ზედაპირის მასაჟს იწყებენ  წრისებრი მოძრაობითა და ჩქმეტის მსგავსი დაზელვით, რაც თითების ბალიშებით კეთდება. წრისებრი მოძრაობებს ხელის გულებითაც აკეთებენ. მომდევნო ეტაპზე იყენებენ აპარატს, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავებენ. მასაჟი მთავრდება წრისებური ხელის გადასმებით.

წვივის წინა ზედაპირის მასაჟი იმ შემთხვევაში კეთდება, თუ წვივი დაჭიმულია ან პაციენტს ფეხი მუხლში აქვს მოხრილი. მასირება იწყება ხელის პერიოდულად გადასმის, დაჭიმვისა და ჩქმეტისებური დაზელვის ხერხების გამოყენებით. მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ პროცედურაში აპარატს, რომელსაც დაყენებული აქვს ბრტყელი კუნთებისთვის განკუთვნილი წინსადგამები. წვივის წინა ზედაპირის დამუშავებას ხელით მასაჟის ხერხების მეშვეობით ამთავრებენ.

წვივ–კანჭის სახსრის მასირება ჩქმეტისებრი და წრისებრი დაზელვის მეთოდებით ხორციელდება. ამ პროცედურის დასასრულს ხელის პერიოდულად გადასმას იყენებენ.

სწორედ ხელის პერიოდულად გადასმით იწყება მასაჟი მკერდის ზედაპირზე. ამის შემდეგ, კეთდება ნეკნებსშორისი კუნთების მასაჟი, რისთვისაც ასრულებენ დაჭიმვასა და დაზელვას როგორც სწორხაზობრივი, ისე წრისებური მოძრაობებით. მკერდის ძვლისა და მკერდის დიდი კუნთების მასირება ოთხი თითის ბალიშების მეშვეობით ხდება. მკერდის დიდი კუნთების დამუშვება ხორციელდება ერთჯერადი და ორმაგი რგოლისებური დაზელვით. ამას მოსდევს მასაჟი აპარატით, რომლის ფუნქციონირებისას ხდება მკერდის დიდი კუნთების მასირება. მოძრაობა სრულდება მკერდიდან იღლიების ფოსოების მიმართულებით. სხეულის ამ მონაკვეთის დამამთავრებელი მასაჟიც ხელით კეთდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ კომბინირებული მასაჟის სეანსის დროს რეკომენდებული არაა ე.წ. დარტყმითი ხერხების გამოყენება. თავად სეანსის დრო ისე უნდა განაწილდეს, რომ ხელით მასაჟმა დაიკავოს მთელი დროის 70%, ხოლო აპარატით მასაჟმა – 30%.

სააპარატო მასაჟი შეიძლება შეიცვალოს კლასიკური მასაჟის გარკვეული ხერხებით. თუ კომბინირებული მასაჟი უნდა ჩატარდეს ვიბრომასაჟის თანხლებით, ხელით ასრულებენ ვიბრაციას, დაწოლასა და დაზელვას.

მაგალითად, ვაკუუმურ მასაჟსა და ჰიდრომასაჟს იყენებენ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთის დაზელვისა და მოთელვისთვის.

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”