მასაჟი აპარატის გამოყენებით

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”

მასაჟისტის შრომის შესამსუბუქებლად, მასაჟის ჩატარების ბევრი საშუალებაა გამოგონებული. ერთ-ერთი ასეთია მასაჟი აპარატის გამოყენებით, რასაც რამდენიმე ხარვეზი  გააჩნია: იგი საშუალებას არ აძლევს მასაჟისტს, სხეულის დასამუშავებელი ნაწილის ქსოვილები შეიგრძნოს; გარდა ამისა, ვერ ხერხდება რიგი მეთოდების გამოყენება. ამის გამო, მოცემულ მეთოდს იყენებენ, როგორც ხელით მასაჟის დამატებით საშუალებას. მასაჟისტები თავიანთ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად მიმართავენ: ვიბრომასაჟს, პნევნომასაჟს (ვაკუუმურ მასაჟს) და ჰიდრომასაჟს.აპარატის დახმარებით ყველაზე მეტად ახორციელებენ ვიბრაციულ მეთოდებს, რადგან ხელით ხანგრძლივი ვიბრაციის გაკეთება შეუძლებელია. საამისოდ გამოიყენება ვიბრაციული აპარატები.

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”