მასაჟი ფეხით

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”

მასაჟი ფეხით ის მეთოდია, რომელსაც აღმოსავლელი მასაჟისტები  ასწლეულების განმავლობაში იყენებენ აბანოს პირობებში. ამ მეთოდით მასაჟის გაკეთება სპორტსმენებს უმაღლებს კუნთების ტონუსს. ეს კეთდება მაშინ, როდესაც ხელით მასაჟი საჭირო ეფექტს ვერ ახდენს. ამგვარი მასაჟი ასევე უკეთდება ჯანმრთელ ადამიანებს, რომელთაც წონის პრობლემები აქვთ.

ფეხით მასაჟი  რეკომენდებული არაა: ტრავმების, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა, ხერხემლის ტუბერკულოზის, ოსტეოპოროზის, გავა–წელის რადიკულიტის, ბექტერევის ავადმყოფობის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ბრონქული ასთმის, მე–2–3 ხარისხის ჰიპერტონული დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. ფეხით გაკეთებული მასაჟი ხანდაზმულ ადამიანებში უკუჩვენებას იძლევა. მასაჟის დროს პაციენტი იატაკზე ან ჭილობზე უნდა იწვეს. პროცედურა ხორციელდება ზოგჯერ ერთი, ზოგჯერ ორივე ფეხის მეშვეობით. იყენებენ დაზელისა და დაჭიმვის ხერხებს.

პაციენტი წევს პირქვე, მასაჟისტი ორივე ფეხით ადგას ზურგზე და ასრულებს დაჭიმვას – წელის სარტყელიდან კისრის მიმართულებით.

ქვედა კიდურებზე დაჭიმვა სრულდება ბარძაყებიდან კანჭების მიმართულებით.

მასაჟის დამთავრების შემდეგ, მასაჟისტი ხელით ასრულებს პერიოდულ გადასმას, დაზელვას და დაჭიმვას სხეულის ყველა იმ ნაწილზე, რომლის მასირება ფეხებით განახორციელა.