მასაჟი ხელით

მასაჟი ხელით (ანუ მანუალური მასაჟი) მასაჟის ტრადიციული მეთოდია. ეს ყველაზე გამოყენებადი მეთოდიცაა, რადგან სხეულის დასამუშავებელ ნაწილებზე მასაჟისტი ხელით კარგად გრძნობს ქსოვილების მდგომარეობას. ამ მეთოდით სარგებლობისას, გამოიყენება მასაჟის ყველა ხერხი, აგრეთვე ხდება მათი კომბინირება და ისეთი მონაცვლეობა, როგორც სიტუაცია მოითხოვს. ხელით მასაჟის უარყოფითი მხარეა ის, რომ მასაჟისტი ძალზე იღლება, მითუმეტეს თუ ხანგრძლივი სეანსების ჩატარება და ისეთი ხერხების გამოყენება უწევს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს.

გადასვლა საიტზე ,,მასაჟი”