სამსაგდულიანი კლემარინიანი გამაგანიერებელი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ჭრილობის კიდეების გასაგანიერებელი   ბლაგვი,  ფირფიტისებრი, ბრტყელი, პრიალა ზედაპირიანი და კრემალერიანი ქირურგიული ინსტრუმენტი;    (იხ. ჭრილობის გამაგანიერებელი ინსტრუმენტები (რეტრაქტორები)) (სურ. 1 – 35). აგებულება:

– გააჩნია სამი მოსახსნელი სარკე, რომლებიც განკუთვნილია ჭრილობის კიდეების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ჭრილობის კუთხის გასაფართოებლად;
– აპარატს გააჩნია კრემალიერი,   ჭრილობის კიდეების და კუთხეების თვითდასამაგრებლად.

დანიშნულება:

მუცლის და გულმკერდის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების დროს, ლაპაროტომიული (თორაკოტომიული) ჭრილობის  კიდეების      დაშორიშორება და ფართო საოპერაციო ველის შექმნა.

29

 
…..
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com


…..


<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>