შარდის ბუშტის ატონია

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ჩემს შვილს, რომელიც არის 37 წლის გაუკეთდა ოპერაცია –საშვილოსნო ამოუღეს ყელთან ერთად. ოპერაციის შემდეგ ის ვერ შარდავს, რა არ გააკეთეს საშველი არ არის, ამდენი ხანი უდგას კათეტერი, იქნებ რამე გვირჩიოთ. 

პასუხი: მდგომარეობა მართლაც რთულია, აქ საქმე უნდა გვქონდეს დენერვირებულ ატონიურ შარდის ბუშტთან, სავარაუდოდ ოპერაციის შემდეგ. აღნიშნული რამ პერიოდულად ხდება მცირე მენჯის ორგანოებზე ოპერაციების შემდეგ (საშვილოსნო, სწორი ნაწლავი), განსაკუთრებით ონკოლოგიური ოპერაციების შემდეგ, როდესაც ძალაუნებურად ხდება ნერვული წნულების დაზიანება. გამოსავალი რამოდენიმეა, დამოკიდებულია პაციენტის სქესზე (სწორ ნაწლავზე ოპერაციის შემთხვევაში). აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ყველაზე მარტივი გზა არის სპეციალური ნივთიერების შეყვენა შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერში მისი მოდუნების მიზნით, ამის შემდეგ ქალი შარდავს მაქსიმარი გაჭინთვის შემდეგ მუცლის პრესით. მნიშვნელოვნათ მცირდება ნარჩენი შარდი, აღარ არის საჭირო მუდმივი კათეტერი.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>