ლეიკოციტები სპერმაში

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 31 წლის, 2 წელია რაც ცოლი მოვიყვანე, შვილი არ გვყავს, სპერმაში მაქვს ლეიკოციტები, რამოდენიმეჯერ ვიმკურნალე უშედეგოდ. შეიძლება ლეიკოციტებმა სპერმაში გამოიწვიოს უშვილობა და როგორ შეიძლება მათი მოშორება.

პასუხი: ეს ძალზედ აქტუალური კითხვაა და თავად ამგვარი სიტუაცია ხშირია. უმთავრესია დადგინდეს ლეიკოციტების მიზეზი. თანამედროვე კვლევების თანახმად თუ ლეიკოციტებთან ერთად სპერმაში არის ბაქტერიები ანტიბაქტერიული მკურნალობა იძლევა შედეგს დაორსულების თვალსაზრისით. ხოლო თუ ბაქტერიები არ არის და ლეიკოციტები მაინც რჩება მკურნალობის სქემაში უნდა შევიდეს ანტიჰისტამინური და თავისუფალი რადიკალების რაოდენობის შემამცირებელი პრეპარატები.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>