მწვავე ურეთრიტი

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობათ, ვარ 24 წლის, დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა დაუცველი სქესობრივი აქტი, რის მერე დამეწყო წვა მოშარდვის დროს და შევნიშნე გამონადენი ასოდან. მივმართე ექიმს, გამიკეთა ნაცხის ანალიზი, აღმომაჩნდა ლეიკოციტები და ტრიქომონა. რამდენათ საშიშია ჩემი მდგომარეობა და რა გართულებები შეიძლება მას მოყვეს?

პასუხი: თქვენ გაქვთ მწვავე ურეთრიტი – შარდსადენი მილის ანთება. აუცილებელია მისი დროული მკურნალობა, უშუალოდ დაინფიცირების შემდეგ, როდესაც საკმარისია რამოდენიმე აბიც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება განიცდის ქრონიზაციას, და ამავ დროულად მას ახლავს რამოდენიმე სერიოზული გართულება რაც არის დაკავშირებული ინფექციის გავრცელებასთან შარდსასქესო ორგანოებზე – სათესლე ჯირკვლები და მათი დანამატები (ორქიტი, ეპიდიდიმიტი – თუ ეს პროცესი ორმხრივია შეიძლება განვითარდეს უშვილობა), წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატიტი რასაც თან სდევს პოტენციის დაქვეითება), შარდის ბუშტი (ცისტიტი).
ასე რომ, ნათლად ჩანს მკურნალობის აუცილებლობა ნებისმიერი წვისა და გამონადენის არსებობისას შარდსადენი მილიდან.

 

მწვავე ურეთრიტი