ომარონი

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

ომარონიომარონი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ომარონი წამლის ფორმა: ტაბლეტები აღწერილობა: თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები. დაიშვება ზედაპირის ბზინვარება.

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს: პირაცეტამი 0,4 გ, ცინარიზინი 0,025 გ; დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი (ლაქტოზა) ბირთვის საშუალო მასის არაუმეტეს 10%., მაგნიუმის კარბონატი ძირითადი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულური სამედიცინო, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი), კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი 0,52 გ მასის ტაბლეტის მიღებამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა – კომბინირებული სამკურნალო საშუალება გამოხატული ანტიჰიპოქსიური, ნოოტროპული და სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტით. პირაცეტამი – ააქტიურებს პროცესებს თავის ტვინში ენერგეტიკული და ცილოვანი ცვლის გაძლიერების, უჯრედების მიერ გლუკოზას უტილიზაციის დაჩქარებისა და ჰიპოქსიის მიმართ მათი მდგრადობის მომატების მეშვეობით. აუმჯობესებს ნეირონებს შორის გადაცემას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებს რეგიონულ სისხლდინებას იშემიზირებულ ზონაში.

ცინარიზინი ნელი კალციუმის არხების სელექციური ბლოკატორი, აინჰიბირებს უჯრედებში კალციუმის იონების მიწოდებას და ამცირებს მათ შემცველობას პლაზმოლემის დეპოში, აქვეითებს არტერიოლების გლუვი მუსკულატურის ტონუსს, ამცირებს მათ რეაქციას სისხლძარღვების გამაფართოვებელ ბიოგენურ ნივთიერებებზე (ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, დოფამინი, ანგიოტენზინი, ვაზოპრესინი). გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი (განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ, პირაცეტამის ანტიჰიპოქსიური მოქმედების გაძლიერებით), და არ ახდენს მნიშვნელოლოვან გავლენას არტერიულ წნევაზე. ავლენს ზომიერ ანტიჰისტამინურ აქტივობას, ამცირებს ვესტიბულური აპარატის აგზნებულობას, ამცირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსს. ზრდის ერითროციტების მემბრანების ელასტიკურობას, ადეფორმირებს მათ უნარს, ამცირებს სისხლის წებოვნებას. ფარმაკოკინეტიკა პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პირაცეტამის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 2-6 საათში მიიღწევა; მაქსიმალური კონცენტრაცია ლიქვორში 2-8 საათში. ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. პლაზმის ცილებს არ უერთდება. აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში, აღწევს პლანცეტურ ბარიერში. შერჩევითად გროვდება თავის ტვინის ქერქში, ძირითადად, შუბლის, საფეთქლისა და კეფის ნაწილებში, ნათხემსა და ბაზალურ განგლიებში. არ მეტაბოლიზდება. 30 საათის შემდეგ 95%-ზე მეტი თირკმელებით გამოიყოფა. ცინარიზინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 1-4 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებს 91%-ით უერთდება. აქტიურად და მთლიანად მეტაბოლიზდება. ნახევარგამოყოფის პერიოდი 4 საათს შეადგენს. მეტაბოლიტების 1/3 შარდთან ერთად გამოიყოფა, 2/3 განავალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები 

ომარონი
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების, ქალა-ტვინის ტრავმების აღდგენითი პერიოდი, სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები), ინტოქსიკაციები;
  •  ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, რომლებსაც ახლავს ინტელექტუალურ-შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითება (მეხსიერების, ყურადღების, განწყობის მოშლა), ფსიქოორგანული სინდრომი ასთენიისა და ადინამიის ნიშნების სიჭარბით, ასთენიური სინდრომი;
  • ლაბირინთოპათიები, მენიერის სინდრომი;
  • ინტელექტუალური განვითარების ჩამორჩენა ბავშვებში, შაკიკისა და კინეტოზების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, ორსულობა, ლაქტაცია, 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოყენების წესი და დოზები

მიიღება შიგნით, მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, 1-3 თვის განმავლობაში დაავადების სიძიმის მიხედვით; ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. 3 თვეზე მეტხანს გამოყენება არ შეიძლება.

გვერდითი მოქმედება

დისპეფსია, თავის ტკივილი, ძილის მოშლა, იშვიათად – ალერგიულირეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

 ერთად მიღებისას შესაძლებელია იმ საშუალებების სედაციური მოქმედების გაძლიერება, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ასევე ალკოჰოლის, ნოოტროპული და ჰიპოტენზიული საშუალებების, სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას. ასუსტებს ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების ეფექტს. აუმჯობესებს ანტიფსიქოზური საშუალებებისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ამტანობას.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის დაავადებებით. თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის შემთხვევებში (განსაკუთრებით, თუ კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია) უნდა შემცირდეს თერაპიული დოზა ან გაიზარდოს მიღებათა შორის ინტერვალები. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით აუციებელია ღვიძლის ფერმენტების შემცველობის კონტროლი. მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თვალის მაღალი წნევის, ასევე პარკინსონის დაავადების დროს.

ავტომანქანების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, სამი, ექვსი ან ცხრა კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

სია ბ. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები: რეცეპტით. მწარმოებელი: ნიჟფარმი, რუსეთი

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

გაფრთხილება!
ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი, ქეთევან მეტრეველი, კომპანია “Stada CIS” წარმომადგენლობის პროდუქციის მენეჯერი.
___________________________________

ნოზოლოგიები, თემატური გვერდები 

ინსულტი ომარონი http://medgeo.net/2011/02/04/insulti/
მეხსიერების მოშლა ომარონი http://medgeo.net/2011/02/04/mexsierebis_mosla/
ენცეფალოპათია ომარონი http://medgeo.net/2011/02/04/encefalopatia
ასთენია ომარონი http://medgeo.net/2011/02/04/astenia/
მენიერის სინდრომი ომარონი http://medgeo.net/2011/02/04/menieris_sindromi/
შაკიკი ომარონი შაკიკი – http://medgeo.net/2011/02/04/sakiki/