პოტენციის დაქვეითება

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, ვარ 32 წლის მამკაცი, ბოლო რამოდენიმე წელია ვუჩივი პოტენციის დაქვეითებას, ქალის მიმართ ლტოლვის შემცირებას. ვიყავი ანდროლოგთან, სექსოპათოლოგთან, ჩავიტარე მკურნალობის რამოდენიმე კურსი სხვადასხვა წამლებით მაგრამ საკმარისი შედეგის გარეშე. მოვიმატე წონაში, აღმომაჩნდა შაქრიანი დიაბეტი. თქვენ რა შეგიძლიათ მირჩიოთ? გმადლობთ.

პასუხი – მდგომარეობა საქმაოდ კომპლექსურია – ერექტილური დისფუნქცია (პოტენციის დაქვეითება), ლიბიდოს შემცირება (ლტოლვის შემცირება), წონის მატება და შაქრიანი დიაბეტი (მეტაბოლური სინდრომი). მე ეჭვი მაქვს რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ მამაკაცის ჰორმონის _ ტესტოსტერონის დაქვეითებული დონე, რასაც ახასიათებს ყველა თქვენი ჩივილი პლიუს მეტაბოლური სინდრომი. ტესტოსტერონის ნაკლოვანება წლების შემდეგ იწვევს ასოს ღვიმოვანი სხეულის ატროფიას, რაც პირდაპირი მიზეზია პოტენციის დაქვეითების. გარდა ამისა, ტესტოსტერონის ნაკლოვანება ხელს უწყობს წონის მატებას, სიმსუქნეს, ადინამიას (რაც სამწუხაროთ ხშირია ახალგაზრდებში და დამაფიქრებელია), ქოლესტერინის მატებას და ასე შემდეგ.

თუ ტესტოსტერონი დაქვეითებულია, აუცილებელია მისი დონის მომატება სისხლში, რაც შესაძლებელია მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებით. ეს გზა ჩემი აზრით დაუშვებელია ახალგაზრდებში და უნდა იქნას გამოყენებული უკიდურეს შემთხვევაში. მე გირჩევდით იმ ნივთიერების გამოყენებას, რომელიც განაპირობებს ტესტოსტერონის შინაგან წარმოებას ორგანიზმში რაც გაცილებით ფიზიოლოგიურია. ამ გზით შინაგანი ტესტოსტერონის დონის ნორმალიზაცია გააუმჯობესებს პოტენციას, მნიშვნელოვნად გაზრდის ლიბიდოს, შეაჩერებს წონაში მატებას და შეანელებს შაქრიანი დიაბეტის პროგრესირებას. ამ ტაქტიკით თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
http://medgeo.net/2011/02/15/potenciis_daqveiteba/