ეფკამონი/EFKAMON
ბალზამი გარეგანი გამოყენებისათვის
ეფკამონი ⁄ Efkamon. საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M02AC. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის. დერმატოლოგია >>> საშუალებები ანალგეზიური და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით >>> კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები
შემადგენლობა:
მენთოლი 140 მგ; ქაფური 100 მგ; მეთილსალიცილატი 80 მგ; ევკალიპტის ზეთი 70 მგ; წიწაკის ნაყენი 40 მგ; მიხაკის ზეთი 30 მგ; მდოგვის ზეთი 30 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ეფკამონი ხასიათდება ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და გამახურებელი მოქმედებით. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უკავშირდება ანთების კერაში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას. პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები იწვევენ ადგილობრივად, დაზიანებულ უბანზე ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოვებას, მათ მომატებულ გამტარობას, ჰიპერემიას და ადგილობრივად ტემპერატურის მატებას. ეფკამონი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მტკივნეულ უბანზე და პათოლოგიური კერის დრენაჟს.
ჩვენებები
მწვავე ართრიტი, პოლიართრიტი, კისრის მიოზიტი, ლუმბაგო, ნევრალგია, მიალგია, რევმატიზმი, რადიკულიტი, შაკიკი, სპონდილოართრიტი, კისრისა და გულმკერდის ნაწილის განგლიონიტი.
დოზირება
2-3 გრ მალამო შეიზილება 2-3 ჯერ დღეში მტკივნეული ნაწილის კანზე და შეიხვევა თბილად.
ორსულობა და ლაქტაცია: გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად, გამომდინარე პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან.
განსაკუთრებული მითითებები: მოერიდეთ მალამოს მოხვედრას დაზიანებული კანის საფარზე.
გამოშვების ფორმა: ალუმინის ტუბი 25 მგ
აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს
გაფრთხილება ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი, ქეთევან მეტრეველი, კომპანია “Stada CIS” წარმომადგენლობის პროდუქციის მენეჯერი.______________________________________________
……
Viewed 41993 times by 14835 viewers


