უშვილობა

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: – ვარ 27 წლის, 4 წელია რაც ცოლი მოვიყვანე, ჯერ ბავშვი არ გვყავს. ჩაბარებული მაქვს სპერმის ანალიზი, სპერმატოზოიდების რაოდენობა არ აღემატება 7 – 10 მილიონს 1 მლ, 40 – 60 % არ მოძრაობს. ვიმკურნალე, შედეგი არ არის. როგორ მოვიქცეთ, რამე გამოსავალი თუ არსებობს გარდა ხელოვნური განაყოფიერების?

პასუხი – უშვილობის პრობლემა ძალზედ აქტუალურია, და ყოველი ასეთი წყვილი მძიმე მდგომარეობაშია. თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში მე მაქვს თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა – 1. გაქვთ თუ არა ვარიკოცელე და რომელი სტადიის? თუ თქვენ გაქვთ ვარიკოცელე, გაგიკეთებდით ოპერაციას და უკვე ოპერაციის შემდეგ დაგინიშნავდით სპეციალურ მკურნალობას, რაც გააუმჯობესებდა სპერმატოზოიდების ხარისხს და გაზრდის მათ რაოდენობას.

2. თუ თქვენ ვარიკოცელე არ გაქვთ, ჰორმონული ფონის შესწავლის შემდეგ დაგინიშნავდით ზემოთ აღნიშნულ მკურნალობას. თანამედროვე კვლევებით და რეკომენდაციებით კატეგორიულად დაუშვებელია პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი აქტი (გარდა გარკვეული დღეებისა, როდესაც ჩასახვა თეორიულად შესაძლებელია ოვულაციის დროს), ვინაიდან ყოველი სქესობრივი აქტი დაბალი სპერმის ხარისხის შემთხვევაში ააქტიურებს ქალის ავტოიმუნურ მექანიზმს, რაც კიდევ უფრო აუარესებს სპერმატოზოდების შეღწევადობას საშვილოსნოში ყელის ლორწოს გავლის დროს.

ალეკო ხელაია…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
http://medgeo.net/2011/02/23/usviloba/
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..