თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია
თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული; საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით
კითხვა: გამარჯობათ, მე ვარ 31 წლის, ხშირი შარდვის გამო გავიკეთე პროსტატის ექოსკოპია, დამიდგინეს ქრონიკული პროსტატიტი. მჭირდება უროლოგის კონსულტაცია. როგორ ვლინდება პროსტატიტი? თქვენ რას მირჩევდით?
პასუხი: წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ექოსკოპიით შესაძლებელია მხოლოთ ქრონიკული პროსტატიტის მეორადი ნიშნების დადგენ, რაც მრავალფეროვანია (ძირითადად ეგრეთ წოდებული კალციფიკატები) და მათი ინტერპრეტაცია ძალზედ სუბიექტურია.
თქვენ კითხვასთან დაკავშირებით ქრონიკულ პროსტატიტს მოშარდვის აქტის დარღვევის გარდა (ხშირი შარდვა, გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება) ახასიათებს ტკივილის ფენომენი – გაფანტული ტკივილი წელის არეში, შორისში, სათესლე ჯირკვლებში, ბოქვენის უკან, ეაკულაციის დროს. დროთა განმავლობაში ამას ყველაფერს ემატება პოტენციის დაქვეითება.
დიაგნოსტიკა – ქრონიკული პროსტატიტის ჭეშმარითი დიაგნოზი არის დაფუძნებული კლასიკურ სამ ჭიქიან შარდის ანალიზზე პროსტატის წვენთან ერთად. მიღებული შედეგების თანახმად ვადგენთ პროსტატიტის რა ფორმასთან გვაქვს საქმე. თუ ანალიზებში არის ლეიკოციტები და ბაქტერიები აუცილებელია აღნიშნული მასალის დათესვა რამეთუ მკურნალობის სქემა სწორად იქნას შერჩეული. ჩემი აზრით ეს პრინციპულია და აუცილებელია, ვინაიდან საერთაშორისო რეკომენდაციებით და პირადი გამოცდილებით ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა მოიცავს 1 – 3 თვეს და მიმართულება უნდა იყოს სწორი. შესაბამისად, ძნელია დაიჯერო პროსტატიტის მკურნალობის მოკლევადიანი სქემების ეფექტურობა.
გადასვლა საიტზე “უროლოგია” >> გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >> …
Viewed 7324 times by 3021 viewers


