თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია
თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული; საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით
კითხვა: ვარ 23 წლის, 2 წელია რაც გავთხოვდი, ამ დროის განმავლობაში თითქმის ყოველ თვე მაქვს ცისტიტი, ეხლაც ამ კითხვას რომ გწერთ. მრავალჯერ ვიმკურნალე, შედეგი არ ჩანს. იქნებ თქვენ დამეხმაროთ.
პასუხი: მესმის თქვენი, ამგვარი რამ მართლაც შესაძლებელია.Yჩვენ უკვე საქმე გვაქვს ქრონიკულ ცისტიტთან, რომლის ყოველი გამწვავება არის გამოწვეული სქესობრივი აქტით. ხოლო ამის მიზეზი არის საქალწულე აბგის ნარჩენები, რაც იწვევს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის საშოში შებრუნებას და საშოს შიგთავსის – ლორწოს, ბაქტერიების შარდის ბუშტში მოხვედრას. ტრადიციული ანტიბაქტერიული მკურნალობის შედეგი დროებითია და ნელნელა კარგავს ეფექტს.
საბოლოო გამოსავალი ძალზედ მარტივია – მინი ოპერაცია რამეთუ გამონთავისუფლდეს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი. Eეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული ცისტიტი შარდის ბუშრის ლორწოვანის შეუქცევადი დაზიანებით რისი მანკურნება ძალზედ ძნელია.
გადასვლა საიტზე “უროლოგია” >> გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >> …
Viewed 6869 times by 2926 viewers


