ოქსიდანტები და უშვილობა

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია ოქსიდანტებზე და მათ როლზე უშვილობის განვითარებაში. რამდენად ეს შესაძლებელია, და თუ კი, რამდენად მოგვარებადია. გმადლობთ.

პასუხი: მსოფლიო ლიტერატურაში მე შევეცადე მომეძებნა პასუხი კითხვაზე თუ რა იწვევს სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითებას, რაც ერთერთი უპირველესი არის განაყოფიერებისათვის. პასუხი არის თავისუფალი რადიკალების — ოქსიდანტების ჭარბი არსებობა და ანტიოქსიდანტების ნაკლოვანება. თავისუფალი რადიკალები პირდაპირ მოქმედებენ სპერმატოზოიდის კედელზე, აქვეითებენ მათი მოძრაბის უნარს და იწვევენ დნმ-ის დაზიანებას. ვარიკოცელეს მიერ გამოწვეული ცვლილებები პირდაპირ იწვევს თავისუფალი რადიკალების მატებას სპერმაში, რაც დამტკიცებულია როგორც პაციენტებში, და ასევე ექსპერიმენტალურ კვლევებში ხელოვნურად გამოწვეული ვარიკოცელეს შემთხვევაში. თასისუფალი რადიკალები აზიანებენ როგორც სპერმატოზოიდებს, ასევე იმ უჯრედებს სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, სადაც ხდება მათი წარმოება და მომწიფება.

საბედნიეროდ არსებობს პრეპარატები რომლებიც შეიცავენ ანტიოქსიდანტებს და მათი სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს.
…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>