ლაქტოვაგი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): lactobacillus acidophilus,
lactobacillus plantarum,
lactobacillus casei,
lactobacillus rhamnosus

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ვაგინალური კაფსულა შეიცავს: 1,5x109CFU Lactobacillus plantarum, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus casei subsp. rhamnosus
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი.
დახასიათება
ლაქტოვაგი სამკურნალო საშუალებაა ვაგინალური კაფსულების სახით, რომელიც გამოიყენება ურო-ვაგინალური ინფექციების ბაქტერიული და სოკოვანი რეციდივების პრევენციის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ლაქტოვაგი ნაჩვენებია ურო-ვაგინალური გზების მიკრობული ბალანსის დროებითი დარღვევის ყველა შემთხვევაში. ლაქტოვაგი აადვილებს ვაგინალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, რაც ვაგინოზისა და არასპეციფიკური ვაგინიტის გამომწვევი მავნე მიკროორგანიზმების ზრდის ინჰიბირებით მიიღწევა.

დოზირება
ლაქტოვაგის რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა ინტრავაგინალურად ძილის წინ.

უსაფრთხოების ზომები და
გაფრთხილება

ლაქტოვაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ასევე არ გამოვლენილა მისდამი მომატებული მგრძნობელობის ან სხვა გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ლაქტოვაგის ვაგინალურ კაფსულებს არ ახასიათებს არავითარი უკუჩვენება, გარდა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობისა.
პრეპარატი ვაგინალური გამოყენებისაა. არ ჩაყლაპოთ. არ მიიღოთ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის დროს.
ორსულობის ან თანმხლები ადგილობრივი თერაპიის დროს, პრეპარატი გამოიყენება ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ლაქტოვაგის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება ან სენსიბილიზაცია. მსგავსი ეფექტის გამოვლენისას, შეწყვიტეთ ლაქტოვაგის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ ლაქტოვაგი თუ დაზიანებულია შეფუთვა ან გახსნისას აღმოაჩენთ დაზიანებულ პროდუქტს. პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.
ვარგისობის ვადა ვრცელდება სათანადო პირობებში შენახულ და დაუზიანებელ პროდუქტზე.
გამოშვების ფორმა:
450 მგ ვაგინალური კაფსულა #10
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: PRINCIPIUM EUROPE srl. იტალია

გაფრთხილება