თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია
თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული; საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით
კითხვა: გამარჯობა, ვარ 25 წლის, 2 წელია რაც მოვიყვანე ცოლი, შვილი არ გვყავს, უროლოგთან რომ ვიყავი დამიდგინა ვარიკოცელე, – გაქვსო ცვლილებები სპერმაში, აუცილებლად საჭიროა ოპერაციაო. ამის შემდეგ ანდროლოგთან მივედი, ოპერაცია არ არის საჭირო ისე გიმკურნალებო, ოპერაციას შედეგი არ ექნებაო. სხვა ანდროლოგმა პირიქით მითხრა ოპერაცია არის გასაკეთებელიო. ძალიან დავიბენი, იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
პასუხუ: სამწუხაროდ ამგვარ მდგომარეობაში ბევრი წყვილია, თითქმის ყველა სპეციალისტი გამოთქვამს თავის პირად აზრს, რაც ხშირად არ არის დაფუძნებული საერთაშორისო რეკომენდაციებზე, ამის შედეგად უამრავი სხვადასხვა ალტერნატივა შემოგთავაზენ. რაც შეეხება ვარიკოცელეს, თუ ის უშვილობის ერთადერთი მიზეზია უნდა გაკეთდეს, ვინაიდან არსებობს სპერმის ისეთი ცვლილებები, რაც ვარიკოცელესთან არავითარ კავშირშია, და ამ ოპერაციის გაკეთება ბუნებრივია არავითარ შედეგს არ გვაძლევს. თქვენ არ მოგვაწოდეთ თქვენი გამოკვლევების შედეგები, მე ზოგადად ვიტყვი, რომ არსებობს ოთხი წინა საოპერაციო პარამეტრი, რომლის შედეგად შეიძლება ივარაუდო ოპერაციის შედეგი, თუ რამდენად გააუმჯობესებს სპერმის ხარისხს ვარიკოცელეს ოპერაცია, და შესაბამისად რამდენად რეალურია დაორსულება.
ამ პარამეტრებს, რაც არის აღწერილი ლიტერატურაში, ხშირად ვიყენებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რამეთუ ყველა წყვილს ჰქონდეს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია.
გადასვლა საიტზე “უროლოგია” >> გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >> …
Viewed 8667 times by 4633 viewers


