ჰიდროცელე

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 30 წლის, ვარიკოცელეს გამო გავიკეთე ოპერაცია 6 თვის წინ, მარცხენა სათესლე ჯირკვალი დღესაც მომატებულია ზომებში, გამაგრებულია, ოპერაციამდე პირიქით, პატარა იყო. ექიმი მეუბნება დღე-დღეზე გაგივლისო, რა შეიძლება ეს იყოს?

პასუხი: თქვენ შეიძლება გქონდეთ წყალმანკი/ჰიდროცელე ან ლიმფოსტაზი. საერთოდ ვარიკოცელეს შემდეგ ჰიდროცელეს/წყალმანკის განვითარებას არ ექცევა სათანადო ყურადღება, პაციენტს განმეორებით უკეთდება შესაბამისი ოპერაცია. წყალმანკის/ჰიდროცელეს განვითარება და სათესლე ჯირკვლის შეშუპება დანამატთან ერთად  განპირობებულია ლიმფური სადინრების ტოტალური გადაკვანძვით, ან მათი დიდი ნაწილის დაზიანებით. ამას ბევრი არ ითვალისწინებს. დამტკიცებულია, რომ ლიმფური სადინრების დაზიანებას და ლიმფოსტაზს მოაქვს  სათესლე ჯირკვლის ქსოვილისა და ფუნქციის  კატასტროფული შეუქცევადი დაზიანება. შესაბამისად სპერმის ხარისხის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული ცვლილებები ნანახი და აღწერილია რამდენიმე ექსპერიმენტულ კვლევაში. ლიმფოსტაზის შედეგად, გარდა მარცხენა სათესლე ჯირკვლისა, ზიანდება მარჯვენაც. წალმანკის ან ლიმფოსტაზის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული ოპერაციის ტექნიკაზე.

არსებული კვლევების თანახმად, რეტროპერიტონეალური მიდგომის შემდეგ ვარიკოცელეს რეციდივი არ აღემეტება 4 – 7%, ხოლო ჰიდროცელეს/წყალმანკის ალბათობა შეადგენს 6%. ეს ციფრები მართლაც მინიმალურია, და გართულებების ესეთი დაბალი პროცენტი მიმზიდველი უნდა იყოს პაციენტისათვის. პირადად ჩემთვისაც ეს ციფრები მნიშვნელოვანია და უმეტეს შემთხვევაში თავად ვურჩევ პაციენტს აღნიშნულ მიდგომას, ვინაიდან შედეგი ყოველთვის პრიორიტეტულია.

ალეკო ხელაია…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
 
 
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..