სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ქათმის ღვიძლი – 500 გრამი;
ხახვი – 4 თავი;
წითელი ბულგარული წიწაკა – 1-2 ცალი;
არაჟანი (ან ნაღები) – 100 გრამი;
მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა, მწვანილი.

მომზადება: ბოსტნეული გავრეცხოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ, გრძელ ნაჭრებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა. მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავამატოთ ბულგარული წიწაკა და ერთად ვშუშოთ 5 წუთი. ქათმის ღვიძლი დავჭრათ (წვრილად არა), შევბრაწოთ სხვა ტაფაზე მცენარეულ ზეთში. როცა ღვიძლი მსუბუქად შეიბრაწება, დავამატოთ ჩაშუშული ხახვი, ბულგარული წიწაკა და ვშუშოთ ერთად, პერიოდულად მოვურიოთ. დავაყაროთ მარილი, წიწაკა. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავასხათ არაჟანი. მომზადებულ კერძს მოვაყაროთ მწვანილი. გარნირად შეგვიძლია მივტანოთ მოხარშული ბრინჯი.

Views Counter v.0.10 Viewed 2250 times by 1057 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka