ნაკლებცხიმიანი დიეტები

ნაკლებცხიმიანი დიეტები

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

ნაკლებცხიმიანი დიეტები არცთუ დიდი ხნის წინ შემოვიდა მოდაში.
მათი საერთო სახელწოდებიდან გამომდინარე, ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ კატეგორიის დიეტების საფუძველი არის ცხიმების მოხმარების შეზღუდვა – დღე-ღამეში 30-50 გრამამდე.
ამავე დროს, არ იზღუდება არც საკვები
რაციონის კალორიულობა, არც სასურველი პროდუქტების ჩამონათვალი.
სხვა დიეტების ინსტრუქციის მიხედვით, აუცილებელია ფქვილისგან დამზადებული, ტკბილეული და სხვა, „მავნე“ პროდუქტების მოხმარების  შემცირება.
თუმცა, ამ წესს მაშინ მისდევენ, როდესაც ცხიმის მოხმარების შემცირება სასურველ შედეგს არ იძლევა.
ნაკლებცხიმიანი დიეტები ამ რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება, რომელთა მეშვეობით დადგინდა: საკვებში გარკვეული რაოდენობით ცხიმების არსებობა არ აქვეითებს მადას, აგრეთვე არ ზრდის დაპურების შეგრძნებას. ამაში ადვილად შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
მაგალითისთვის, გააკეთეთ ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი და ორ თანაბარ ნაწილად გაყავით; ერთი ნაწილი არაჟნით შეაზავეთ, მეორე კი – მზესუმზირის ზეთით.
დღეს ერთი პორცია მიირთვით, მომდევნო დღეს – მეორე პორცია. შეადარეთ, რომელმა უკეთ მოგიკლათ შიმშილის შეგრძნება.
დანაყრების ხარისხი დაახლოებით ერთი და იგივე იქნება. არადა, მზესუმზირის ზეთით შეზავებული სალათის კალორიულობა ხომ 2-3-ჯერ უფრო მეტია!
ადამიანების უმრავლესობას შეუძლია, ნაკლებცხიმიანი დიეტა დიდი ხნის მანძილზე დაიცვას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას არანაირი ზიანი არ მიადგეს.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ, ზოგადად, ნაკლებცხიმიანი საკვების მიღება ცხოვრების ნორმად უნდა იქცეს. ითვალისწინებენ იმასაც, რომ ყოველდღიურ რაციონზე დაწესებული შეზღუდვა არც ისე მძიმე ასატანია და ამდენად, დიეტის დაცვა არც ისე რთულია.
ნაკლებცხიმიანი დიეტის დროს, როგორც წესი, წონას სწრაფი ტემპით არ იკლებენ. კერძოდ, თვეში იკლებენ 2-3, ზოგჯერ 5 კილოგრამს;
წონის კლების პროცესი მართალია დიდხანს, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს. ამიტომ, ხანგრძლივ პერსპექტივაში საკმაოდ ნორმალურ შედეგებს იღებენ.
სწრაფი გახდომის მსურველთათვის კი ამ ტიპის დიეტა  ნამდვილად არაა ხელსაყრელი.
ნაკლებცხიმიანი დიეტის დაცვას თან ახლავს გარკვეული პრობლემებიც: ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხიმების შეზღუდვის შედეგად, შესაძლოა  შეუცვლელი პოლიმერული ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი წარმოიშვას, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს.
ამის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად უნდა მივირთვათ თევზი ან თევზის ქონი.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში


.