ექიმ ორნიშის დიეტა პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხავს ცხიმების მოხმარებას. როდესაც საკვები პროდუქტები არცერთი ფორმით არ შეიცავს ცხიმებს, ამ პროდუქტებს შეიძლება უცხიმოც ვუწოდოთ. ექიმი ორნიში პროდუქტებს სამ ძირითად კატეგორიად ჰყოფს: 1. შეიძლება მივირთვათ შეზღუდვის გარეშე. 2. დაშვებულია ზომიერად მიღება. 3. აკრძალული პროდუქტები.
ექიმ ორნიშის დიეტის მიხედვით, შეზღუდვის გარეშე შეგვიძლია მივირთვათ:
პარკოსნები: ოსპი, წიწიბურა, ბარდა, სოიო, ლობიო.
მარცვლეული: ბრინჯი, შვრია, ხორბალი, ფეტვი, ქერი, ჰერკულესი.
ბოსტნეული: კართოფილი, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი, სტაფილო, კომბოსტო, არამწარე წიწაკა, ნებისმიერი მწვანილი.
ხილი და კენკრა: ვაშლი, ფორთოხალი, ატამი, ნესვი, საზამთრო, ანანასი, მარწყვი, ალუბალი, მოცვი, ჟოლო.
შეგვიძლია ზომიერად მოვიხმაროთ:
უცხიმო რძის პროდუქტები.
უშაქრო სიმინდის ბურბუშელა.
კრეკერი.
კვერცხის ცილა.
დინა ორნიშის დიეტა კრძალავს ნებისმიერ ისეთ პროდუქტს, რომლის ერთი პორცია შეიცავს 2 გრამზე მეტ ცხიმს. ესენია:
ხორცისა და თევზის ყველა სახეობა.
ყველა სახის ზეთს, ცხიმებს, მარგარინს, მაიონეზს.
ყველს.
ცხიმიან რძის პროდუქტებს.
კაკალსა და მზესუმზირას.
კვერცხის გულს, ანუ ყვითრს.
ავოკადოს, ზეთისხილს.
ამ დიეტით იკრძალება ასევე წმინდა შაქარი და ყველა პროდუქტი, რომელიც შაქარს რაღაც რაოდენობით მაინც შეიცავს (ტკბილეული, მურაბები, ჯემები, საკონდიქტრო ნაწარმი და ა.შ.), ამ სიაში შედის მწარე საკაზმები და ალკოჰოლიც.
როგორც ვხედავთ, ორნიშის დიეტის საფუძველს შეადგენს ძირითადად ვეგეტარიანული პროდუქტები, რომელთან ერთადაც დაშვებულია მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები და კვერცხის ცილა, ისიც – მცირე რაოდენობით. პროტეინებზე ორგანიზმის მოთხოვნილება, დიეტის მიხედვით, კმაყოფილდება უმთავრესად პარკოსნების მეშვეობით. დიეტის რაციონი მოიცავს ნახშირწყლების სოლიდურ რაოდენობას, თანაც – სწორად შერჩეულ, მაღალმოლეკულურ ნახშირწყლებს.
ორნიშის დიეტა იმითაც ხასიათდება, რომ იგი არ კრძალავს დღის მანძილზე საკვების მიღების რაოდენობას და პროდუქტების მოცულობას. ამიტომ ადამიანებს ეს დიეტა ადვილად გადააქვთ და შიმშილის გრძნობა არ აწუხებთ. თუმცა, კვებისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვაკონტროლოთ, საკმარისი რაოდენობით ვიღებთ თუ არა: ცილებს, რკინასა და B ჯგუფის ვიტამინებს – ჩვენი რაციონი სწორედ ამ კომპონენტების დეფიციტით ხასიათდება.
ექიმი ორნიში იმასაც გვირჩევს, რომ დიეტა მთელი ცხოვრების განმავლობაში დავიცვათ. მართალია, მის დიეტას სწრაფი გახდომის ეფექტი არ აქვს, მაგრამ წონის კლების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს (როგორც, საერთოდ, სხვა ნაკლებცხიმიანი დიეტების შემთხვევაში). საშუალოდ, დიეტა საშუალებას იძლევა წლის განმავლობაში 12-14 კილოგრამი მოვიკლოთ, პირველი ორი თვის მანძილზე – 2-3 კილოგრამი. შემდგომში წონა სტაბილურად მცირდება და სასურველი ეფექტი იზრდება.
აღებულია – http://www.best-diet.ru/d-ornish/
Viewed 15612 times by 5866 viewers


