პრეპარატი ,,ვიტაპროსტი” (მიმოხილვა)
ქეთევან მეტრეველი, კომპანია “Stada CIS” წარმომადგენლობის პროდუქციის მენეჯერი
პრეპარატი „ვიტაპროსტი“ წარმოადგენს წყალში ხსნადი ბიოაქტიური პეპტიდების კომპლექსს, რომელსაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წინამდებარე ჯირკვლიდან იღებენ. ამ პრეპარატს ამზადებენ რექტალური სუპოზიტორიების ფორმით. თანამედროვე გამოკვლევაში იგი რეკომენდებულია, როგორც ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება.
ეფექტურობის ყველა ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით, „ვიტაპროსტზე“ ჩატარებული კვლევისას დადებითი დინამიკა შეიმჩნეოდა: NIH-CPSI შკალისა და ვიზუალურ–ანალოგიური შკალის მეშვეობით შეფასებული ტკივილი და დისკომფორტი, სტატისტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მცირდებოდა.
კვლევის პროცესში, მცირდებოდა პროსტატიტის სიმძიმე (NIH-CPSI შკალის ქულების საერთო რაოდენობა მცირდებოდა 4.0+3.8 ქულით, р<0.001), მცირდებოდა მისი გავლენაც თანაცხოვრების ხარისხზე (NIH-CPSI შკალის დანაყოფის – „დაავადების გავლენა თანაცხოვრების ხარისხზე“ საერთო ქულა მცირდებოდა 0.9+1.7 ქულით, р<0.001). უმჯობესდებოდა არა მარტო კოპულატორული ფუნქცია (МКФ შკალის ქულების ჯამი უდრიდა р=0.004–ს, ხოლო კვლევებისას გაიზარდა დაახლოებით 1.1+2.7 ქულით), არამედ პაციენტების მიერ საკუთარი სექსუალური პოტენციის შეფასება (р=0.004), ღამის ძილი (ღამის ძილის მაჩვენებლები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა). მოგვარდა შარდის გამოყოფის პრობლემა –– სტატიტიკურად მნიშვნელოვნად (р<0.001) შეიცვალა შარდის გამოყოფის დარღვევის რეგისტრაციის შკალის ჯამური მონაცემები.
დარეგულირდა პროსტატისა და ეაკულიატის სეკრეტის პარამეტრები. პროსტატის სეკრეტის მონაცემებიდან სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად (р=0.007) შეიცვალა ფლორა. რაც შეეხება ეაკულიატის პარამეტრებს, სტატისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეიცვალა: დამატებითი ჩართვები (р<0.001), სპერმატოგენეზის უჯრედების პროცენტულობა (р=0.031), ეაკულიატის მოცულობა (р=0.031) და ლორწო (р<0.001).
მკვლევარის შეფასებით, პაციენტების 41/50–ს (82%) მდგომარეობა გაუუმჯობესდა, ხოლო 9/50–ის (18%) მდგომარეობა იგივე დარჩა. პაციენტების შეფასებით კი, მათ 40/50–ს (80%) მდგომარეობა გაუუმჯობესდა.
ამგვარად, კვლევებით მიღებული შედეგების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ვიტაპროსტი“ განკუთვნილია იმ პაციენტთა სამკურნალოდ, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტი. პრეპარატი პირველ რიგში განკუთვნილია ტკივილების შესამცირებლად. „ვიტაპროსტის“ ერთ–ერთი ძირითადი ღირსება ისაა, რომ მის მოქმედებას სწრაფად მოაქვს სასურველი ეფექტი. პრეპარატი ასევე რეკომენდებულია როგორც ქრონიკული პროსტატიტის მკურალობის ერთ–ერთი კომპონენტი ყველა ასაკობრივი ჯგუფის ავადმყოფებისთვის, მათ შორის იმ პაციენტებისთვისაც, რომლებიც უჩივიან პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპალაზიას, ან წინამდებარე ჯირკვლის მწვავე ანთება გადაიტანეს და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ.
წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთების მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოს მოცემული პრეპარატით მკურნალობის როგორც ხანგრძლივი კურსის (30 დღიანი ან მეტი), ისე მოკლე კურსის (3–6 თვის განმავლობაში 10–15 დღიანი კურსი) ჩატარებას.
ქრონიკული პროსტატიტი გავრცელებული დაავადებაა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. ამ დაავადების სიხშირე მამაკაცთა პოპულაციის 5–8%–ში ფიქსირდება (J.C. Nickel, 1999). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული აბაქტერიული პროსტატიტი 8–ჯერ უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამ დაავადების ბაქტერიული ფორმა, რომელიც დაავადების შემთხვევების საერთო რაოდენობის 10%–ს შეადგენს (M. McNaughton Collins, 1997). ქრონიკული პროსტატიტის პრობლემის კლინიკურ მნიშვნელობაზე ნათლად მოწმობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის მანძილზე ექიმებს მიაკითხა 1 850 593 ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულმა პაციენტმა. ეს მონაცემი აღემატება იმ პაციენტთა რიცხვს, რომლებიც დაავადებულნი არიან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (1 709 053) და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნით (887 341). (National Kidney and Urologic Diseases Advisory Board, 1990).
Viewed 69768 times by 18230 viewers


