გინზბურგის დიეტა

გინზბურგის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ მე ამას შევძლებ

გინზბურგის დიეტა , ნაკლებცხიმიანი კვება მიხეილ გინზბურგის მიხედვით

ექიმ-დიეტოლოგი, მიხეილ გინზბურგი გახდომის საკუთარი მეთოდიკის განმარტებისას ასკვნის: ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის, რომლებიც გასუქებას უჩივიან, დისბალანსი იქმნება ცხიმების გადაჭარბებულ მიღებასა და ორგანიზმის მიერ მათი წვის სიჩქარეს შორის. შესაბამისად, გინზბურგის მეთოდიკის საფუძველთა საფუძველი არის ნაკლებცხიმიან დიეტაზე გადასვლა.

რა არის ნაკლებცხიმიანი კვება მიხეილ გინსბურგის მიხედვით? მისი მეთოდიკის თანახმად, მიღებული ცხიმების რაოდენობა დღე–ღამეში 40 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი შეზღუდვა საშუალებას იძლევა მინიმუმ წონაში ზრდის პროცესი მაინც შევაჩეროთ; უმრავლეს შემთხვევებში კი ეს წონაში კლების წინაპირობაც ხდება (მართალია, ეს ნელ–ნელა, მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობს).

ამავე დროს, ეს შეზღუდვა რომ შევინარჩუნოთ – 40 გრამი ცხიმი დღე–ღამეში – სულაც არაა აუცილებელი, ყოველი ჭამისას ხელში კალკულატორი გვეკავოს და პროდუქტების შემადგენლობის სპეციალური ნუსხით ვიხელმძღვანელოთ. საჭიროა, თან ვიქონიოთ პატარა სია, სადაც მოცემულია, ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტები რა რაოდენობით ცხიმს შეიცავს.

(ერთი გრამი ცხიმი 100 გრამ პროდუქტზე)

ცხიმისშემცველი პროდუქტები:

  1. ხორცი ძროხის მჭლე  5–10გინზბურგის დიეტა
  2. ხორცი ძროხის მსუქანი  30 გრამამდე
  3. ხორცი ძროხის  ძეხვი  10–14
  4. ღორის ხორცი მჭლე  25–35
  5. ღორის ქონი  70–75
  6. სოსისი, სარდელი, მოხარშული ძეხვი  25–30 და მეტი
  7. შებოლილი ღორის ძეხვი  35–45
  8. პელმენი ღორის ფარშით  18–25
  9. კარაქი  75–80
  10. მარგარინი, ზეთისშემცვლელები  65–75
  11. ერბო და კულინარული ცხიმები  92–98
  12. არაჟანი  15–40
  13. მაგარი და ნადნობი ყველი  30–50
  14. შოკოლადი  40
  15. ნაღებინაყინი  15
  16. მცენარეული ზეთი  95
  17. მაიონეზი  70
  18. ორცხობილა  12–25

გინზბურგი გვირჩევს, რომ სჯობს, აქ ჩამოთვლილი პროდუქტები რაციონიდან საერთოდ ამოვიღოთ (მჭლე ძროხის ხორცი ს გარდა). მაგრამ, მათ გარეშე თუ ვერ ძლებთ, მაშინ მიღებული ცხიმების კალკულაცია მაინც დაგჭირდებათ.

მოკლე შენიშვნა: ეს ცხრილი მიხეილ გინზბურგმა იმ პროდუქტების ანალიზის საფუძველზე შეადგინა, რომლებიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის კვებისთვის არის დამახასიათებელი.
თუ რომელიმე ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარული ბრძანდებით, შესაძლოა, თქვენს მენიუში მოხვდეს ისეთი ცხიმიანი პროდუქტები, რომლებიც ამ ცხრილში არაა შეტანილი.
ამიტომ, სასურველი პროდუქტის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას; თუ მათი ცხიმიანობა 3–5%–ს აღემატება, მაშინ შეიტანეთ ამ ცხრილში და სამომავლოდ გაითვალისწინეთ.

ცხიმის სადღეღამისო მოხმარების დაანგარიშებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებცხიმიანი პროდუქტების შეუზღუდავი მოხმარებისას (თუმცა, ბუნებრივია, შეუზღუდავს პირობითად ვხმარობთ, რადგან პროდუქტები გონივრულ ფარგლებში უნდა მოვიხმაროთ) დღე–ღამეში დაახლოებით 15–20 გრამ ცხიმს ვიღებთ. ასე რომ, საშუალება გვაქვს, საკუთარი თავი გავანებივროთ და ხსენებულ რაოდენობას 15–20 გრამი ცხიმი დავუმატოთ (მაგალითად, 50 გრამი ღორის ხორცი , ან 30 გრამი ყველი, ასევე – ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი).

გინზბურგის სისტემას ერთი შესანიშნავი თავისებურება გააჩნია: ეს დიეტა არ ზღუდავს საკვების რაოდენობასა და კალორიულობას. მეტიც, დიეტების უმრავლესობისგან განსხვავებით, არ ზღუდავს ნახშირწყლების მოხმარებას. ტკბილეული (მხოლოდ ნაკლებცხიმიანი) ამ დიეტით არ იკრძალება. მისი მიღების გაკონტროლება აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხიმების მოხმარების შეზღუდვას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

ძირითადი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ნაკლებცხიმიანი დიეტის დაწყებისას, ეს არის შეუცვლელი პოლიმერული ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი. ეს პრობლემა რომ თავიდან ავიცილოთ, რეკომენდებულია ზღვის თევზის ყოველდღიური მოხმარება. იმ დღეებში კი, როდესაც თქვენს რაციონში თევზი არ შედის, გირჩევენ 1–3 გრამი (მეოთხედი–ნახევარი ჩაის კოვზი) თევზის ქონის მიღება.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში


.