ადენოზინტრიფოსფატი (ატფ)

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) – ორგანიზმში ენერგიის წყარო და აკუმულატორი. ატფ ენერგიის მიმწოდებლის ფუნქციას ასრულებს; მას ენერგიით მდიდარი ფოსფატური ჯგუფები გადააქვს სხვა მოლეკულაზე, რის შედეგადაც ატფ გარდაიქმნება ადენოზინდიფოსფატად (ადფ). მიტოქონდრიაში ადფ იერთებს ფოსფატურ ჯგუფს, ,,იმუხტება“ და კვლავ გარდაიქმნება ატფ-ად. ატფ-დან გამოთავისუფლებული ენერგია ტრანსფორმირდება ენერგიის სხვა სახეებში, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების განსახორცილებლად. (მაღალმოლეკულური ნაერთების ბიოსინთეზი, კუნთების შეკუმშვა, ნერვული ფუნქციონირება და ა.შ.).

Share this...Share on Facebook
Facebook