ადენოჰიპოფიზი

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

ადენოჰიპოფიზი – adenohypophysis, is, f  (ბერძნ:aden – ჯირკვალი + hypo – ქვეშ + physis – წარმონაქმნი) – ჰიპოფიზის ჯირკვლოვანი წილი, რომელიც წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისგან. ადენოჰიპოფიზში განასხვავებენ: ინფუნდიბულურ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ჰიპოფიზის ქვედა ნაწილში და მოიცავს ნეიროჰიპოფიზის გარე მხარის პროქსიმალურ ნაწილს;  შუალედურ ნაწილს, რომელიც განლაგებულია ადენოჰიპოფიზისა და ნეიროჰიპოფიზის დისტალურ ნაწილებს შორის; აგრეთვე – ადენოჰიპოფიზის დისტალურ ნაწილს.

Share this...Share on Facebook
Facebook