ოპერაცია ვარიკოცელეს გამო

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: დამიდგინდა ვარიკოცელე, მითხრეს ოპერაცია არის გასაკეთებელი. რამდენად აუცილებელია და უსაფრთხოა ეს ოპერაცია გართულებების თვალსაზრისით.

პასუხი: თქვენს კითხვაზე უნდა გავიკეთო ოპერაცია ვარიკოცელეს გამო თუ არა, გიპასუხებთ ამერიკის უროლოგთა ასოციაციისა და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების პასუხით:

1. ქირურგიას გააჩნია პოტენციალი აალაგოს პათოლოგიური ცვლილებები (იგულისხმება სათესლე ჯირკვლებში);
2. ქირურგია უმეტეს შემთხვევაში აუმჯობესებს სპერმის მაჩვენებლებს;
3. ქირურგია სავარაუდოდ ზრდის განაყოფიერების ალბათობას;
4. მკურნალობის რისკი მცირეა.

გართულებების განვითარება ბევრად არის დამოკიდებული ოპერაციის ტექნიკაზე. არსებული კვლევების თანახმად რეტროპერიტონეალური მიდგომის შემდეგ ვარიკოცელეს რეციდივი არ აღემეტება 4 – 7%, ხოლო ჰიდროცელეს/წყალმანკის ალბათობა შეადგენს 6%. ეს ციფრები მართლაც მინიმალურია, და გართულებების ესეთი დაბალი პროცენტი მიმზიდველი უნდა იყოს პაციენტისათვის. პირადად ჩემთვისაც ეს ციფრები მნიშვნელოვანია და უმეტეს შემთხვევაში თავად ურჩევ პაციენტს აღნიშნულ მიდგომას, ვინაიდან შედეგი ყოველთვის პრიორიტეტულია.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>