სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანწრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. მერე დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამოდენიმე საათით, ან შეიძლება 1 დღე-ღამე.

ასეთი სახით გამზადებული თევზი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერცხალზე. შემწვარი თევზი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით, თან მივაყოლოთ წვრილად დაჭრილი უმი ხახვი და ლიმონი.

მასალა:

თევზი – 1 კილოგრამი

ხახვი – 3-4 თავი

ლიმონი – 1 ცალი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 596 times by 312 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka