სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი ფოჩებიანად, მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ცოტაოდენი წიწმატი. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილეული, სასურველია თუ ამის საშუალება იქნება ერთ-ერთ ფენად მოხარშული მწვანე ლობიო ან ქამა სოკო გამოიყენოთ (შეიძლება დაკონსერვებული სახით). ამის შემდეგ დაასხით წყალი დაახლოებით ქვაბის ნახევრამდე, შედგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება დააყარეთ ახალი ტყემალი და მარილი გემოვნებით. როდესაც კარტოფილი სრულად მოიხარშება დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი – 1 კგ.

მწვანე ლობიო ან სოკო – 0,5 კგ.

ზეთი – 150 გ.

ახალი ტყემალი – 1 ჭიქა.

თეთრი ღვინო – 1 ჭიქა.

მწვანე ხახვი – 4-5 კონა.

ახალი ნიორი – 1 კონა.

ტარხუნა – 4-5 კონა.

წიწმატი – 1 კონა.

ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში – თითო კონა.

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Views Counter v.0.10 Viewed 1056 times by 563 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka