სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

მასალად საჭიროა:

ლობიო – 600 გრ.

ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა.

ხახვი – 100 გრ.

დაფნის ფოთოლი – 3 ც.

ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი.

შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი.

კომბოსტო – 1 თავი.

ქინძი – 2 სუფრის კოვზი.

მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ. ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში და ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ც დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Views Counter v.0.10 Viewed 658 times by 336 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka