სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გასუფთავებული ვარია ქვაბში ჩავდოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ, ნაჭრებად ავჭრათ და ლანგარზე დავაწყოთ.

ნიგოზთან ერთად კარგად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი, ნიორი, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ. დავნაყოთ წიწაკა, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში (ან ცოტა ძმარში), ჩავასხათ ვარიის ნახარშ თბილ წვენში და მოვასხათ ლანგარზე დაწყობილ ვარიას. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ვარია

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ბულიონი – 4 ჩაის ჭიქა

ბროწეული წვენი – 0,5 ჩაის ჭიქა

ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი

ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 605 times by 297 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka