სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.

დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი, კამა, ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავურიოთ; ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე მივიტანოთ.

მასალა:

კარტოფილი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2 თავი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 3 კბილი

ძმარი, მწვანილი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 803 times by 388 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka