სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბილი ნაჭერი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი, ცხიმში მოშუშული ხახვი, პილპილი და კარგად ავურიოთ.

გასუფთავებული, გარეცხილი კომბოსტოს ფოთლები მოვათავსოთ ადუღებულ მარილწყალში და ნახევრად მოვხარშოთ. შემდეგ ფოთლებზე დავალაგოთ წინასწარ გამზადებული ხორცი, შევახვიოთ, მოვათავსოთ ერთ წყებად ცხიმიან ცხელ ტაფაზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. შემწვარი ტოლმა ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა ბულიონი, ან წყალი, დავადგათ ცეცხლზე და ვშუშოთ 10-15 წუთი. მზა ტოლმა გადმოვიღოთ ლანგარზე, ზემოდან დავასხათ გათქვეფილი მაწონი ან არაჟანი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

მოხარშული ძროხის ხორცი – 500 გრამი

კომბოსტო – 600 გრამი

ხახვი – 3-4 თავი

ცხიმი – 100 გრამი

მაწონი ან არაჟანი – 400 გრამი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 702 times by 308 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka