სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ქათმის ჩახოხბილი

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ქათამი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. მოხრაკულ ფრინვლის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.

მასალა:

ქათამი-1 კგ

ხახვი-5 თავი

კარაქი-150 გრ

მწვანილი, პილპილი, მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 636 times by 308 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka