სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, გათქვეფილი კვერცხი და კარგად ავზილოთ. ასეთი წესით გამზადებული ხორცი მოვათავსოთ გასუფთავებულ, გარეცხილ ფაშვის გარსში და სევახვიოთ ისე, რომ შიგთავსი არ ჩანდეს. შემდეგ დავაწყოთ დაფაზე და კარგად შევწვათ. შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე სუფთა ქვაბში გადავიტანოთ, დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და მოვხრაკოთ. ჩავყაროთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორის და ვადუღოთ 10-15 წუთი.

შემწვარი ხორცი დავჭრათ, მოვათავსოთ ლანგარზე და ზემოდან გადავასხათ პამიდვრის საწებელი.

მასალა:

მსუქანი ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

კვერცხი – 2 ცალი

ქინძი, კამა, ოხრახუში – 2-2 ძირი

პამიდორი – 1 კილოგრამი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 613 times by 301 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka