ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვალაგოთ ორცხობილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამოდენიმე წუთს.
საჭირო მასალა:
» ხორცი _ 1 კილო
» ხახვი _ 4 თავი
» ერბო _ 3 სუფრის კოვზი
» შინდის ჩურჩა _ 0.5 ჩაის ჭიქა
» კვერცხი _ 2 ცალი
» დანაყილი ორცხობილა _ 3 სუფრის კოვზი
» მარილი _ გემოვნებით
» პილპილი _ გემოვნებით
…..
წყარო: http://gigol.net/?cat=4







