სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. შემდეგ დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ. პამიდორი სახეხზე გავხეხოთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავასხათ ხორცს და ვხარშოთ 20-25 წუთი. შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით, წიწაკით და მარილით.

თუ ამ კერძს ზამთარში ვაკეთებთ, პამიდვრის მაგიერ შეიძლება გამოვიყენოთ წყალში გახსნილი პიურე.

მასალა:

ქათამი ან ვარია

ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი

კარაქი ან ერბო – 100 გრამი

პამიდორი – 1 კილოგრამი (პიურე ¾ ჩაის ჭიქა)

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 712 times by 338 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka