სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ხახვი, დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი, შავი პილპილი, მარილი. ქვაბში ერთ წყებად ჩავაწყოთ დაჭრილი ქათამი, ზემოდან მოვაყაროთ გამზადებული მასალა, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი თავის საკმაზით კარგად დაიფაროს. დავამატოთ ძმარი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ, სანამ ქათამი არ მოიხარშება. ხარშვის დროს რამდენიმეჯერ მოვურიოთ კოვზით.

მასალა:

ქათამი

ხახვი – 200 გრამი

ნიგოზი დანაყილი – 2 სუფრის კოვზი

მწვანილი – 3-3 ძირი

მიხაკი, დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი

ძმარი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 629 times by 301 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka